რაჭაში, შოვში, სტიქიის ზონაში მყოფ დაახლოებით 50 ადამიანთან დაკავშირება ვერ ხერხდება. ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რუსეთის 2 361 მოქალაქეს მიანიჭეს საქართველოს მოქალაქეობა 2024 წელს
- 2 უნდა შევძლოთ გადარჩენა და ევროპული მომავლისთვის მუშაობა - ამაღლობელი ციხიდან
- 3 ბრიტანეთმა ადამიანის უფლებების დარღვევის გამო „ოცნების“ 4 მაღალჩინოსანი დაასანქცირა
- 4 პრორუსული „ალტ-ინფო“ აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს
- 5 მერაბ ტურავა „ქართული ოცნების“ მთავრობაში იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა
- 6 ჭიათურაში დააკავეს აქციის მონაწილე 4 მაღაროელი - მათ 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
„ვითარება რთულია. სტიქიის მასშტაბი საკმაოდ დიდია, ვიტყოდი, რომ არეალის და ასევე, ჩამოსული მასის გათვალისიწნებით, ნამდვილად უპრეცედენტოა. ძალიან დიდი მასაა ჩამოსული და ამ მასამ მოახდინა ძალიან დიდი ტერიტორიის დაფარვა.
ყველანაირი ძალისხმევა ხორციელდება, რომლის შედეგადაც 70-მდე ადამიანი უკვე გამოყვანილი იქნა. 152 ადამიანია, რომელიც რამდენიმე მდებარეობაში უსაფრთხო ადგილას არის მაშველებთან და პოლიციის თანამშრომლებთან ერთად. ისინი უზრუნველყოფილნი არიან ყველაფრით, რაც ამ მომენტისთვის და მთელი ღამის განმავლობაში დასჭირდებათ. ხვალ დაგეგმილია, კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, მათი გამოყვანა. ამავდორულად, დაახლოებით 50 ადამიანია, რომელთანაც ვერ ხერხდება კავშირის დამყარება, თუმცა სამუშაოები გრძელდება“, - განაცხადა მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ჩართვის დროს.
ირაკლი ქარსელაძის თქმით, სამაშველო ოპერაციაში 400 მაშველია ჩართული. ღამის განმავლობაში, სტიქიის ზონაში 150 მაშველი რჩება.
„აბსოლუტურად ყველა რესურსი და სამსახური, ყველაფერი მობილიზებულია და ამის შედეგია ის ციფრები, რაც მოგახსენეთ, თუმცა, ამავდროულად, ჩვენს უმთავრეს ძალისხმევას წარმოადგენს იმ ადამიანებთან კავშირზე გასვლა, ვისთანაც ვერ ხერხდება. ორი ცხედარი იქნა აღმოჩენილი, რომელთა გადმოსვენება და იდენტიფიცირება უკვე ხვალ მოხდება“, - აღნიშნა ქარსელაძემ.
შოვში მეწყერი 3 აგვისტოს, დაახლოებით 15:15 საათზე ჩამოწვა, რამაც ხეობაში ღვარცოფი გამოიწვია. აქტიური სტიქიური პროცესები საათზე მეტხანს გაგრძელდა. კურორტის ტერიტორიაზე სასტუმროები და კოტეჯები ჭალაშია აშენებული, ღვარცოფმა კი მთელი ჭალის ტერიტორია მოიცვა. განადგურებულია მცირე ზომის რამდენიმე კოტეჯი, დაზიანდა სასტუმროებიც. ღვარცოფმა ავტომობილები წაიღო. სტიქიის ზონაში სამაშველო ოპერაცია თითქმის 3 საათის დაგვიანებით დაიწყო. შოვამდე მისასვლელი ერთადერთ სამანქანო გზაზე ღვარცოფმა ხიდები დაანგრია. მაშველებმა სტიქიის ზონაში შესვლა მხოლოდ სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებით მოახერხეს. ამ დროისთვის დადასტურებული ინფორმაციით, სტიქიის ზონაში ორი ადამიანის ცხედარია ნაპოვნი.
მიუხედავად გასულ დღეებში მოსული ნალექისა, მოსალოდნელი სტიქიური პროცესების შესახებ გარემოს დაცვის სამინისტროს მოსახლეობა გაფრთხილებული არ ჰყავდა.
