„მთის ამბების“ ინფორმაციით, კურორტ შოვში დღეს განვითარებულ სტიქიურ პროცესებს მსხვერპლი მოჰყვა. დაზუსტებული ინფორმაციით, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა სტიქიის ზონაში ერთი ადამიანის ცხედარი უკვე ამოიყვანეს. დაღუპულის იდენტიფიცირება ჯერ ვერ ხერხდება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე კიდევ ერთი პირი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს
- 2 ზახაროვა: რუსეთის წყალობით საქართველო ეკონომიკის ზრდის რეკორდულ ტემპს აჩვენებს
- 3 მიხეილ ყაველაშვილმა ნათლისღებასთან დაკავშირებით 159 მსჯავრდებული შეიწყალა
- 4 ლავროვი: „3+3“ ფორმატში საქართველოსთვის კარი ღიაა
- 5 „ოცნება“ გრანტების კანონს კიდევ ამკაცრებს და 6 წლამდე პატიმრობა შემოაქვს
- 6 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტი 1-ელი აპრილიდან აიკრძალება
„მთის ამბებმა“ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან სცადა გადაემოწმებინა ინფორმაცია, კიდევ ორი ცხედრის პოვნის შესახებ. სამინისტროში გვითხრეს, რომ ინფორმაციას დაგვიზუსტებენ.
სამაშველო ღონისძიების შედეგად, სტიქიის ზონაში მყოფი 70-მდე მოქალაქე უსაფრთხო ტერიტორიაზეა გადაყვანილი. სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენების მიერ უკვე განხორციელდა 3 ფრენა. სამაშველო ღონისძიება კვლავ გრძელდება.
21:30 საათზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ შოვში 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს.
მეწყერი 3 აგვისტოს, დაახლოებით 15:15 საათზე ჩამოწვა, რამაც ხეობაში ღვარცოფი გამოიწვია. აქტიური სტიქიური პროცესები საათზე მეტხანს გაგრძელდა. კურორტის ტერიტორიაზე სასტუმროები და კოტეჯები ჭალაშია აშენებული, ღვარცოფმა კი მთელი ჭალის ტერიტორია მოიცვა. განადგურებულია მცირე ზომის რამდენიმე კოტეჯი, დაზიანდა სასტუმროებიც. ღვარცოფმა ავტომობილები წაიღო.
სტიქიის ზონაში სამაშველო ოპერაცია თითქმის 3 საათის დაგვიანებით დაიწყო. შოვამდე მისასვლელი ერთადერთ სამანქანო გზაზე ღვარცოფმა ხიდები დაანგრია. მაშველებმა სტიქიის ზონაში შესვლა მხოლოდ სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებით მოახერხეს.
მოსალოდნელი სტიქიური პროცესების შესახებ გარემოს დაცვის სამინისტროს მოსახლეობა გაფრთხილებული არ ჰყავდა.
გარემოს ეროვნული სააგენტო ახლა ავრცელებს ინფორმაციას, რომ 3 აგვისტოს დღის ბოლოდან 5 აგვისტომდე დასავლეთ საქართველოს მთიან და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რეგიონებში (განსაკუთრებით კახეთსა და მცხეთა-მთიანეთში) მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექი, სეტყვა და ქარი.
მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.
