სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშის თანახმად, 2025 წლის მესამე კვარტალში, საქართველოში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა რუსეთის ფედერაციიდან დაფიქსირდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ვლადიკავკაზში ქორწილის მონაწილეები საქართველოს დროშების გამოყენებისთვის დააპატიმრეს
- 2 ქართველი სამხედრო მფრინავი ზვიად ბექაური დაიღუპა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში
- 3 დამოუკიდებელი მედიების რედაქტორები ელისო კილაძის საქმის განხილვის საჯაროობას ითხოვენ
- 4 „სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ისრაელს“ - ფონიჭალის მეჩეთმა მოჯთაბა ხამენეის მიმართვა გააზიარა
- 5 ზახაროვა თბილისში რუსული ენის დღის საპროტესტო აქციის მონაწილეების დასჯას ითხოვს
- 6 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
ივლისი-სექტემბერის პერიოდში საქართველოში 567.1 ათასი რუსეთის მოქალაქე ვიზიტორი შემოვიდა, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 26.1 პროცენტია და 71.1 ათასით აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებს.
მეორე ადგილზე იყო თურქეთი 16.5%-იანი წილით, ხოლო მესამეზე – სომხეთი 11.8%-იანი წილით. აღსანიშნავია, რომ წინა წელთან შედარებით, შემცირებულია, როგორც თურქეთის, ისე სომხეთის მოქალაქე ვიზიტორების რიცხვი.
საქსტატის მონაცემებით, საერთო ჯამში, 2025 წლის მესამე კვარტალში, საქართველოში 3 მილიონი საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაური შემოვიდა, რაც 6.6 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. შემოსულთაგან 40.7 პროცენტი 31-50 წლის მოგზაური იყო.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ვიზიტების ყველაზე დიდი ნაწილი (58.7 პროცენტი) განხორციელდა დასვენების, გართობისა და რეკრეაციის მიზნით. ამასთან, თბილისში 1 306 300 ვიზიტი განხორციელდა, ხოლო აჭარაში - 1 274 400.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით, საქართველოში რუსეთის 1 245 744 მოქალაქემ იმოგზაურა, რაც წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 12.1%-ით, ანუ 134 740 ვიზიტორით მეტია.
