ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის 2025 ფინანსური წლის ბიუჯეტის პროექტით, რომელიც დასამტკიცებლად კონგრესს წარედგინა, საქართველოსთვის დახმარების სახით 80 მილიონი დოლარია მოთხოვნილი. 2022, 2023 და 2024 წლებში დახმარების მოცულობა 88 მილიონი დოლარი იყო.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სტრასბურგის სასამართლომ გელა მთივლიშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო
- 2 გლდანის ციხის ყოფილი დირექტორი დავით გოგობერიშვილი გარდაცვლილი იპოვეს
- 3 კობახიძე: სასურველი არ არის, მოსწავლემ პირველივე კურსიდან უცხოეთში განაგრძოს სწავლა
- 4 ბერლინში მოკლული ზელიმხან ხანგოშვილის ძმას და ნათესავებს გერმანია დაატოვებინეს
- 5 ღარიბაშვილის, ლილუაშვილის და ფარცხალაძის სახლებში ჩხრეკა ჩატარდა
- 6 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული 13 პირის ვინაობა ცნობილია
აშშ-ის დახმარების 8 მილიონით შემცირების შესახებ ჟურნალისტის შეკითხვას დღეს პრემიეერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უპასუხა. მისი თქმით, ამ საკითხზე გადაწყვეტილებას შეერთებული შტატები იღებს.
„თქვენ იცით, რომ ამ დაფინანსების ძალიან დიდი ნაწილი არასამთავრობო ორგანიზაციებზე მიემართება. არასამთავრობო ორგანიზაციებმა იმედები გაუცრუეს ამერიკის სახელმწიფოს შარშან, შარშანწინ. შეიძლება ეს გახდა დაფინანსების შემცირების მიზეზი“, - განაცხადა კობახიძემ.
კონგრესში წარდგენილი დოკუმენტის მიხედვით, აშშ-ის დახმარება მხარს დაუჭერს საქართველოს დემოკრატიულ და ეკონომიკურ განვითარებას, ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და გააძლიერებს მის მედეგობას მავნე ზეგავლენის წინააღმდეგ.
დაფინანსება ასევე ხელს შეუწყობს: ინსტიტუციური კონტროლისა და ბალანსის გაძლიერებას და კანონის უზენაესობას; საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ძალისხმევას დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარებისთვის; დამოუკიდებელ, სანდო და დაბალანსებულ მედიაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას; პოლიტიკური პლურალიზმს; შერიგების მცდელობებს, მათ შორის აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში; ენერგეტიკული უსაფრთხოების გაზრდას და სუფთა ენერგიის განვითარებას; ეკონომიკური განვითარებისა და დივერსიფიკაციის ხელშეწყობისთვის აუცილებელ რეფორმებს; დიჯიტალიზაციას, კიბერ უსაფრთხოების და მდგრადობის გაძლიერებას; კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისა და სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობის გაფართოებას; უცხოური ინვესტიციების მოზიდვას.
ბიუჯეტის პროექტში ნათქვამია, რომ საზღვრების უსაფრთხოებისა და ანტიკორუფციული ინიციატივები გააძლიერებს ინსტიტუციურ შესაძლებლობებს, საჯარო ანგარიშვალდებულებას, შიდა კონტროლს, ზედამხედველობას და კეთილსინდისიერებას მთელ მთავრობაში.
