საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი ეხმაურება ევროკომისიის გაფართოების ანგარიშს, სადაც მაუწყებლის საქმიანობა კრიტიკულად არის შეფასებული და წერია, რომ მას დამოუკიდებლობა აკლია, აქვს მიკერძოებული სარედაქციო პოლიტიკა და ხელს უწყობს ევროკავშირის საწინააღმდეგო რიტორიკის გავრცელებას.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სტრასბურგის სასამართლომ გელა მთივლიშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო
- 2 გლდანის ციხის ყოფილი დირექტორი დავით გოგობერიშვილი გარდაცვლილი იპოვეს
- 3 კობახიძე: სასურველი არ არის, მოსწავლემ პირველივე კურსიდან უცხოეთში განაგრძოს სწავლა
- 4 ბერლინში მოკლული ზელიმხან ხანგოშვილის ძმას და ნათესავებს გერმანია დაატოვებინეს
- 5 ღარიბაშვილის, ლილუაშვილის და ფარცხალაძის სახლებში ჩხრეკა ჩატარდა
- 6 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული 13 პირის ვინაობა ცნობილია
გავრცელებულ განცხადებაში საზოგადოებრივი მაუწყებელის ხელმძღვანელობა ირწმუნება, რომ მაუწყებელი „მოქმედებს დამოუკიდებლად, კანონით დადგენილი მანდატისა და ჟურნალისტური ეთიკის უმაღლესი სტანდარტების დაცვით“.
„მაუწყებელს არ გააჩნია არც პოლიტიკური მიკერძოება და არც რომელიმე ძალასთან დაკავშირებული ინტერესები – ყველა სარედაქციო გადაწყვეტილება ეფუძნება მხოლოდ საზოგადოებრივი ინტერესის პრინციპს.
განსხვავებული მოსაზრებების წარდგენა, ბალანსის დაცვა და მრავალფეროვანი პოზიციების ასახვა არის ჩვენი ყოველდღიური საქმიანობის საფუძველი.
საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ ბრალდებები მიზნად ისახავს მაუწყებლის რეპუტაციის შელახვას და საზოგადოებრივი ნდობის დაზიანებას.
საერთაშორისო ორგანიზაციები, მათ შორის ეუთო/ოდირი, თავიანთ ანგარიშებში მიუთითებენ საზოგადოებრივი მაუწყებლის ნეიტრალური გაშუქების შესახებ, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი საქმიანობის ობიექტურობასა და პროფესიონალიზმს.
საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი ყოველთვის ემსახურებოდა და მომავალშიც მოემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს - საზოგადოების ინტერესის დაცვასა და ობიექტური ინფორმაციის მიწოდებას“, – წერია განცხადებაში.
დღეს ევროკომისიამ ევროკავშირის გაფართოების შესახებ ყოველწლიური ანგარიში მიიღო, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მხოლოდ ფორმალურად აქვს. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ქვეყანაში სიტუაცია მკვეთრად გაუარესდა, სერიოზული დემოკრატიული უკუსვლით, რაც ხასიათდება კანონის უზენაესობის სწრაფი ეროზიითა და ფუნდამენტური უფლებების მკაცრი შეზღუდვებით.
დოკუმენტში საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ წერია: „საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი მოკლებულია დამოუკიდებლობას, მიკერძოებულ სარედაქციო პოლიტიკას ატარებს და ანტიევროპულ რიტორიკას უწყობს ხელს. 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში მან არაპროპორციულად გაანაწილა საეთერო დრო, საარჩევნო კამპანიის გაშუქების უმეტესი ნაწილი (61%) პარტია „ქართულ ოცნებას“ დაეთმო. 2025 წლის აპრილში, „ქართული ოცნების“ ყოფილი მაღალი თანამდებობის პირი, სხვა კანდიდატების არ არსებობის პირობებში, ხელახლა აირჩიეს სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარედ. საბჭოსა და მენეჯმენტის წინააღმდეგ შეტანილია საჩივრები საპროტესტო აქციების ტრანსლაციაზე უარის თქმით საზოგადოებრივი ინტერესების დაუცველობისა და შეხედულებების მრავალფეროვნების ასახვის არარსებობის გამო. რამდენიმე ჟურნალისტი სამსახურიდან გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც გააკრიტიკეს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ხელისუფლების მიმართ კრიტიკული თოქ-შოუს შეწყვეტის გადაწყვეტილება“.
