ახალგორელი აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი, რომელმაც ოკუპირებულ ცხინვალში დატყვევების შემდეგ, პროტესტის ნიშნად, შიმშილობა გამოაცხადა, იზოლატორიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 აზიის განვითარების ბანკმა არ დააკმაყოფილა საჩივარი ხარაგაულის დამეწყრილი სოფლებიდან
- 2 კადიროვმა თქვა, რა უშლის ხელს ითუმ-კალი – შატილის გზის მშენებლობას
- 3 სასამართლომ „ლუკოილ ჯორჯიას“ მითვისებული საწვავის დაბრუნება დაავალა
- 4 BBC-ის გამოძიება: თბილისში აქციების დასარბევად I მსოფლიო ომის დროინდელ ქიმიურ იარაღს იყენებდნენ
- 5 ფედერიკა მოგერინი ბრალის წარდგენის შემდეგ გაათავისუფლეს
- 6 აზერბაიჯანი საქართველოს მედიის სფეროში გამოცდილებას უზიარებს
ადვოკატმა ალან ბაზაევმა გამოცემა გამოცემა „საპას“ განუცხადა, რომ თამარ მეარაყიშვილის ჰოსპიტალიზაცია გუშინ, სავარაუდოდ, მასთან ბოლო შეხვედრის შემდეგ მოხდა.
„განწყობა ნორმალური აქვს, მაგრამ ძალიან სუსტადაა“, - აღნიშნა ბაზაევმა.
ადვოკატი ასევე ამბობს, რომ მეარაყიშვილი ჯანმრთელობის გაუარესების მიუხედავად კვლავ უარს ამბობს შიმშილობის შეწყვეტაზე.
თამარ მეარაყიშვილი 28 დეკემბრიდან მშრალ შიმშილობაზე გადავიდა. 29 დეკემბერს, ადვოკატმა მასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მეარაყიშვილი არ იღებს არც წყალს და არც მედიკამენტებს.
„ამბობს, რომ არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია და თავს პრეზიდენტ ალან გაგლოევის პირად ტყვედ მიიჩნევს. არ აპირებს, შიმშილობა გათავისუფლებამდე შეწყვიტოს“, – განაცხადა ალან ბაზაევმა.
თამარ მეარაყიშვილი 22 დეკემბერს, ცხინვალში დააკავეს. დე ფქტო სამხრეთ ოსეთის გენერალური პროკურატურის განცხადებით, „საქართველოს მოქალაქე ახორციელებდა რესპუბლიკაში სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტების შესახებ ინფორმაციის შეგროვებასა და გადაცემას, რითაც საფრთხე შეუქმნა ქვეყნის უსაფრთხოებას“.
23 დეკემბერს სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმა („კგბ“) „ბრალდება“ დააზუსტა. გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ თამარ მეარაყიშვილი „ეჭვმიტანილია საქართველოს დაზვერვის სამსახურებთან კავშირში მყოფი უცხოური მედიასაშუალებებისთვის ინფორმაციის გადაცემაში“. განცხადების მიხედვით, მედისაშუალებები მეარაყიშვილს „იყენებდნენ პროპაგანდისტულ ღონისძიებებში საქართველოსა და მისი დასავლელი პარტნიორების ინტერესების ხელშესაწყობად“.
თამარ მეარაყიშვილის წინააღმდეგ საქმე რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით არის აღძრული, რაც „ჯაშუშობას“ გულისხმობს და 10-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
24 დეკემბერს, ე.წ. ცხინვალის საქალაქო სასამართლომ, დახურულ სხდომაზე, თამარ მეარაყიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.
თამარ მეარაყიშვილს 8 წელზე მეტია ჩამორთმეული აქვს პასპორტი და ოკუპირებული რეგიონის დატოვება არ შეუძლია. ბოლო ერთი წლის განმავლობაში ის ცხინვალში ცხოვრობდა, სადაც მეორეული ტანსაცმლის მაღაზია ჰქონდა გახსნილი. დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე წინ მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ხელოვნურად შექმნილი დაბრკოლებების გამო, მაღაზია დაკეტა.
მეარაყიშვილი დე ფაქტო პრეზიდენტ ალან გაგლოევთან შეხვედრას ითხოვდა და საკუთარი უფლებების დარღვევის გამო, ცხინვალის ცენტრში შიმშილობას აანონსებდა. აქტივისტი სწორედ გაგლოევს ადანაშაულებდა დევნაში.
თამარ მეარაყიშვილი 2017 წლის 16 აგვისტოსაც დააკავეს, თუმცა მაშინ მეორე დღეს გაათავისუფლეს. მის წინააღმდეგ სამი ე.წ. სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული. 2019 წლის ოქტომბერში ე.წ. უზენაესმა სასამართლომ თამარ მეარაყიშვილი სამივე „ბრალდებაში“ უდანაშაულოდ ცნო.
ამ თემაზე:
გაგლოევი მეარაყიშვილზე: არავის მივცემ უფლებას, მშვიდობიანი ვითარება დაარღვიოს
