ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში, ჯავის რაიონულმა სასამართლომ ორი წლით თავისუფლების აღვეთა მიუსაჯა საქართველოს მოქალაქეს, 35 წლის გიორგი მოსიაშვილს. ის „დამნაშავედ“ ცნეს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საზღვრის უკანონო კვეთაში. ამის შესახებ ინფორმაცია დღეს რუსულმა მედიამ გაავრცელა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 დღეიდან საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ჯარიმები გაიზარდა
- 2 ბოლო ერთ წელში სუს-ის მესამე თანამშრომელმა მოიკლა თავი
- 3 უკრაინაში 39 წლის ქართველი მებრძოლი, ნიკა მაჭარაშვილი დაიღუპა
- 4 კობახიძე დიუშენის წამლებზე: „ხალხის ფულით“ „ფარმაცევტული მაფია“ არ უნდა გავამდიდროთ
- 5 რუსეთის დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან „მოკავშირეობის გაღრმავების“ კანონი დაამტკიცა
- 6 მეუფე შიოს პატრიარქად არჩევა საშიშია საქართველოს ეკლესიისთვის – მეუფე ზენონი
გიორგი მოსიაშვილი საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევის მცხოვრებია, რომელიც 2023 წლის 31 ოქტომბერს ოკუპირებულ სოფელ სინაგურის მიმდებარე ტერიტორიიდან გაიტაცეს. გიორგის თანასოფლელები ამბობდნენ, რომ ის მეგობრებთან ერთად სათევზაოდ იყო წასული მდინარეზე, რომელიც ახლა რუსებს აქვთ დაკავებული.
საოკუპაციო რეჟიმის ინფორმაციით, გიორგი მოსიაშვილმა უკანონოდ გადაკვეთა „სამხრეთ ოსეთის“ საზღვარი და დაკავებამდე 25 კგ კალმახის დაჭერა მოახერხა. ე.წ. სასამართლომ ასევე დააკმაყოფილა „გარემოსდაცვითი კომიტეტის“ სარჩელი და საქართველოს მოქალაქეს მატერიალური ზიანის ანაზღაურებაც დააკისრა.
დღეს, ცხინვალის რეჟიმის უკანონო პატიმრობაში საქართველოს 7 მოქალაქე რჩება.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წლიური ანგარიშის მიხედვით, 2023 წელს, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით უკანონო დაკავების 37 შემთხვევა დაფიქსირდა.
