საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალურმა კრიმინალურმა პოლიციამ, საპატრულო პოლიციასა და გენერალურ პროკურატურასთან თანამშრომლობით, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 19 პირი დააკავა. შსს-ს ცნობით, დაკავებულები არიან როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 2 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 3 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 4 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 5 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 6 ტაილანდელი იუთუბერი საქართველოში გარდაცვლილი იპოვეს
6 ადამიანი დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების გასაღების, გასაღების მცდელობისა და გასაღების მომზადების მუხლებით არის დაკავებული, 13-ს კი ბრალად ედება დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების, ასევე, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვა, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა და კულტივირება.
„დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების გასაღების, გასაღების მცდელობისა და გასაღების მომზადების ფაქტებზე დაკავებულები არიან: 1991 წელს დაბადებული თ.ა., 1964 წელს დაბადებული გ.გ., წარსულში ნასამართლევები 1983 წელს დაბადებული მ.ჯ. და 1975 წელს დაბადებული კ.კ., ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები: 1997 წელს დაბადებული შ.ე. და 1989 წელს დაბადებული ი.შ.“, - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.
შსს-ს ცნობით, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე, მათ მიერ მითითებული ლოკაციებიდან ამოღებულია სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის „ჰეროინი“, „კოკაინი“, „მდმა“, „პრეგაბალინი“, „მეტადონი“, „ალფა პვპ“, „ბუპრენორფინი“, „მეპამფეტამინი“, „მარიხუანა“ და „ლირიკა“.
ასევე შსს-ს განცხადებით, პოლიციის მიერ ნივთმტკიცებად არის ამოღებული სავარაუდოდ, ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული, წებოვანი ლენტები და ელექტრო სასწორები.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 261-ე, 265-ე, 18-260-ე, 19-260-ე და 273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
