გიორგი გახარია, პარტიის „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, ბოიკოტის შეწყვეტის შესახებ პლატფორმა X-ზე წერს. მისი თქმით, მიიღეს „გააზრებული და პრინციპული გადაწყვეტილება“, გამოიყენონ მანდატები ქვეყნის მასშტაბით, როგორც მუნიციპალიტეტებში, ისე პარლამენტში - პოლიტიკური სივრცის დასაბრუნებლად და საზოგადოებრივი აზრისთვის საბრძოლველად.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სტრასბურგის სასამართლომ გელა მთივლიშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო
- 2 სუს-მა ძებნა გამოაცხადა ლილუაშვილის ნათესავსა და ვანში „ოცნების“ დეპუტატზე, ბიჭიკო პაიკიძეზე
- 3 გაგლოევმა „ძალოვნებს“ დაავალა 4 ოქტომბრის არჩევნების წინ ე.წ. საზღვარზე სიტუაცია გააკონტროლონ
- 4 გლდანის ციხის ყოფილი დირექტორი დავით გოგობერიშვილი გარდაცვლილი იპოვეს
- 5 კობახიძე: სასურველი არ არის, მოსწავლემ პირველივე კურსიდან უცხოეთში განაგრძოს სწავლა
- 6 ხაზარაძე და გახარია: ჩვენს პარტიებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი შედგა
„2025 წლის ოქტომბრის მუნიციპალური არჩევნების და 4 ოქტომბრის ე.წ. მშვიდობიანი გადატრიალების პროვოკაციის მცდელობის შედეგებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ბოიკოტმა დააცარიელა პოლიტიკური ასპარეზი, დაუცველი დატოვა საქართველოს მოქალაქეები „ქართული ოცნების“ რეჟიმის პროპაგანდისა და რეპრესიების წინაშე, გააძლიერა მისი ავტორიტარული მმართველობა და გააღრმავა რადიკალიზაცია.
ახლა, ჩვენ ყველამ ერთად, უნდა მოვიგოთ ქართველი ხალხის გული და გონება, რათა დავიცვათ ჩვენი ერის ცივილიზაციური არჩევანი, იყოს ევროპული ოჯახის ნაწილი და დავიცვათ საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი, როგორც ამ არჩევანის ქვაკუთხედი“, - წერს გახარია, რომელიც ბოლო რამდენიმე თვეა, საქართველოში არ იმყოფება.
2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ოფიციალური შედეგების მიხედვით, გიორგი გახარიას პარტიამ მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტში 12 მანდატი მოიპოვა. თუმცა, იმის გამო, რომ არჩევნების შედეგებს არალეგიტიმურად მიიჩნევდა, პარლამენტის მუშაობში არ მონაწილეობდა. ამასთან, სამი სხვა ბარიერგადალახული პოლიტიკური ძალისგან განსხვავებით, გახარიას პარტიას საარჩევნო სიის გაუქმება არ მოუთხოვია.
საგაზაფხულო სესიის ყველა სხდომის გაცდენის გამო, „საქართველოსთვის“ სიის პირველ 12 წევრს უფლებამოსილევა ვადამდე შეუწყდა, 2 სექტემბერს კი, ერთპარტიულმა პარლამენტმა მეორე 12-ეულის სადეპუტატო უფლებამოსილება ცნო.
შესაბამისად, „ქართული ოცნების“ პარლამენტში შედიან: გელა აბულაძე, ჯემალ ანანიძე, ქეთევან ბაკარაძე, რუსუდან თევზაძე, მალხაზ თორია, შალვა კერესელიძე, სალომე კობალაძე, გიგა ფარულავა, ვიკა ფილფანი, გიორგი შარაშიძე, თამარ ხვედელიანი და სოფიო ხორგუანი.
„ქართული ოცნება“ აკრძალვით გახარიას პარტიასაც ემუქრება. გასულ კვირაში, კანონში შეტანილი ცვლილების მიხედვით, პოლიტიკური პარტიის აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელის წარმდგენს შეეძლება მოითხოვოს შესაბამისი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეული პარლამენტის ან საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა.
