სტატისტიკის ეროვნული სამსახური შემოდგომაზე მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო აღწერას იწყებს. ამის შესახებ საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 3 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 4 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 5 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
- 6 მძღოლს, რომელმაც გორში ავარიით დედა-შვილი იმსხვერპლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა
აღწერა ორ ეტაპად განხორციელდება. 14 ნოემბრიდან 23 ნოემბრამდე მონაცემების შევსება მოქალაქეებს თავად შეეძლებათ სპეციალურ ვებპლატფორმაზე, 29 ნოემბრიდან 19 დეკემბრამდე კი საქსტატის თანამშრომლები მოსახლეობას კარდაკარის პრინციპით გამოკითხავენ.
ნოემბერ-დეკემბრის თვეებში ამინდის შესაძლო გაუარესების გამო მესტიის, ლენტეხის, ყაზბეგის, დუშეთის (გუდამაყრის, ქვეშეთის, ხევსურეთის, უკანაფშავის, შატილის, მაღაროსკარის ადმინისტრაციულ ერთეულებში), ახმეტის (ომალოს ადმინისტრაციულ ერთეულში) და ფასანაურის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში აღწერა სექტემბერში ჩატარდება.
„სოციალური და დემოგრაფიული სახის მონაცემებთან ერთად, სპეციალური კითხვარის მეშვეობით შეგროვდება ინფორმაცია შინამეურნეობების სასოფლო-სამეურნეო აქტიურობის შესახებ. კერძოდ, შეგროვდება მონაცემები შინამეურნეობების სარგებლობაში არსებული მიწის სტრუქტურის, პირუტყვისა და ფრინველის სულადობის შესახებ და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია მუნიციპალიტეტების, ტერიტორიული ერთეულების და სოფლების დონეზე“, - განაცხადა თოდრაძემ.
მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერის ბიუჯეტი 29.2 მილიონი ლარია. აღწერის წინასწარი შედეგები გამოქვეყნდება 2025 წლის ივნისში, ხოლო საბოლოო - 2026 წლის ივნისში.
საყოველთაო აღწერა ქვეყანაში ყოველ 10 წელიწადში ერთხელ ტარდება. იგი ვერ მოიცავს ოკუპირებულ ტერიტორიებს, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს.
