გვიან ღამით დაარბიეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალური ოფისი, რომელიც თბილისში, კახეთის გზატკეცილზე მდებარეობს. პარტიის თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ნიღბიანების ჯგუფური თავდახსმის დროს შენობაში 14 წლის შვილთან და თანამშრომლებთან ერთად იმყოფებოდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მზია ამაღლობელის მესამე სარჩელი სტრასბურგში პოლიციის მხრიდან სასტიკ მოპყრობას ეხება
- 2 კობახიძე ეთნიკური ქართველებისთვის მოქალაქეობის მიღების გამარტივებას აანონსებს
- 3 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტი 1-ელი აპრილიდან აიკრძალება
- 4 ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის სიკვდილი დადასტურდა
- 5 მოზარდზე ძალადობისთვის გლდანი-ნაძალადევის პოლიციის უფროსის მოადგილე დააკავეს
- 6 დასანქცირების შემდეგ ტელეკომპანია „იმედი“ აცხადებს, რომ საკუთარ ბანკს შექმნის
„ასამდე შეიარაღებული „ტიტუშკა“ თავს დაესხა ცენტრალურ ოფისს. ხის შუბებს ესროდნენ და ჩალეწეს ყველაფერი. პოლიცია მოვიდა ერთი საათის შემდეგ. ეს არის პოლიციასთან და სუს-თან ერთად დაგეგმილი სპეცოპერაცია. პოლიცია ყველაფერს უყურებდა, ყველა ავტომობილის ამოცნობა შესაძლებელია“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
დარბევის შედეგად დაზიანებულია ოფისის ფასადი და ინვენტარი, ჩამსხვრეულია შუშები.
„შიგნით შემოღწევასაც ცდილობენ და რომ არა წინააღმდეგობა, რაც ბიჭებმა გაუწიეს, ალბათ, შიგნითაც ყველაფერს დალეწავდნენ. გუშინ თავდასხმები განახორციელეს, რის გამოც, ღამით, ცენტრალურ ოფისში ბევრი ადამიანი ვიმყოფებოდით, იგივე რომ არ გაეკეთებინათ. ეს ხალხი, ალბათ, ჩვენს თანამშრომლებზე თავდასხმას გეგმავდა“, - აღნიშნა ხაბეიშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისზე თავდასხმამდე ერთი დღით ადრე, ისევ გააქტიურდა სიძულვილის და დაშინების კამპანია მათ წინააღმდეგ, ვინც ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონის მიღებას აქტიურად ეწინააღმდეგება. 31 მაისს, გამთენიისას, ოპოზიციური პარტიების, არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების წარმომადგენლების სახლებისა და ოფისების კედლებზე უცნობმა პირებმა შეურაცხმყოფელი, ღირსების შემლახავი და მუქარის შემცველი წარწერები გააკეთეს. მოგვიანებით, „ქართული ოცნებიდან“ პარლამენტის დეპუტატმა, მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოს წევრმა დიმიტრი სამხარაძემ აღიარა, რომ ეს ქმედებები მის მიერ არის ორგანიზებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს არცერთ ფაქტზე რეაგირება არ ჰქონიათ.
