იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამტრედიაში მეზობელი ქალის განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 36 წლის მამაკაცი დააკავეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ვლადიკავკაზში ქორწილის მონაწილეები საქართველოს დროშების გამოყენებისთვის დააპატიმრეს
- 2 ქართველი სამხედრო მფრინავი ზვიად ბექაური დაიღუპა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში
- 3 დამოუკიდებელი მედიების რედაქტორები ელისო კილაძის საქმის განხილვის საჯაროობას ითხოვენ
- 4 პანკისში მალხაზ მაჩალიკაშვილის ავტომობილი დააზიანეს
- 5 „სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ისრაელს“ - ფონიჭალის მეჩეთმა მოჯთაბა ხამენეის მიმართვა გააზიარა
- 6 მოქალაქე თიანეთის პოლიციას სექსუალური ხასიათის მუქარასა და ძალადობაში ადანაშაულებს
მკვლელობა 20 აგვისტოს, დილით მოხდა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 72 წლის ქალს ცივი იარაღით სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მამაკაცი წარსულში ნასამართლევია.
მეზობლების თქმით, ქალს 4 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მისვლამდე გარდაიცვალა.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
2014-2023 წლებში საქართველოში 200-ზე მეტი ქალი მოკლეს: 2014 წელს - 33; 2015 წელს - 17 ; 2016 წელს - 28; 2017 წელს - 22; 2018 წელს - 18; 2019 წელს - 15; 2020 წელს - 22; 2021 წელს - 18; 2022 წელს - 22; 2023 წელს - 24.
მიმდინარე წელს ფემიციდის რამდენიმე გახმაურებული შემთხვევა იყო. 22 მაისს, რუსთავში, 27 წლის მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 21 წლის ცოლი და 48 წლის სიდედრი სასიკვდილოდ დაჭრა. მკვლელობის ჩადენის შემდეგ ის პოლიციას თავად ჩაბარდა. 28 თებერვალს, თბილისის ლილოს დასახლებაში, 21 წლის ქეთი ჯავახიშვილი მოკლეს. განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 21 წლის ოთარ ცინდელიანია დაკავებული. 9 იანვარს 27 წლის ქეთევან ედიბერიძე მოკლეს თბილისში, ხოლო 1-ელ იანვარს 36 წლის ირმა ბერიძე - ბათუმში. ორივე შემთხვევაში მკვლელობის ბრალდებით ქმრები დააკავეს.
