რუსთავში, დუმბაძის ქუჩაზე, ახალგაზრდა კაცმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ცოლი და სიდედრი მოკლა. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც ქალები ეტლით ჩვილს ასეირნებდნენ. მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია. ერთ წლამდე ბავშვი უვნებლად გადარჩა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ნარკოტიკების ზედოზირებას თბილისში კიდევ 3 ახალგაზრდა ემსხვერპლა
- 2 ვლადიკავკაზში ქორწილის მონაწილეები საქართველოს დროშების გამოყენებისთვის დააპატიმრეს
- 3 ქართველი სამხედრო მფრინავი ზვიად ბექაური დაიღუპა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში
- 4 პანკისში მალხაზ მაჩალიკაშვილის ავტომობილი დააზიანეს
- 5 „სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ისრაელს“ - ფონიჭალის მეჩეთმა მოჯთაბა ხამენეის მიმართვა გააზიარა
- 6 მოქალაქე თიანეთის პოლიციას სექსუალური ხასიათის მუქარასა და ძალადობაში ადანაშაულებს
შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. როგორც თვითმხილველები ამბობენ, ხუთი გასროლის ხმა გაიგეს. მათივე ინფორმაციით, მკვლელობის შემდეგ მამაკაცი არ გაიქცა და სავარაუდოდ, პოლიციაც თვითონ გამოიძახა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ბრალდებული 27 წლის მამაკაცია.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გ.ფ.-მ მეუღლე, 2003 წელს დაბადებული მ.ს. და მეუღლის დედა, 1976 წელს დაბადებულ ი.ბ. თოფიდან გასროლით მოკლა. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღო“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
საქმეზე გამოძება ოჯახის ორი წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
2014-2023 წლებში საქართველოში 200-ზე მეტი ქალი მოკლეს: 2014 წელს - 33 ქალი; 2015 წელს - 17 ქალი; 2016 წელს - 28 ქალი; 2017 წელს - 22 ქალი; 2018 წელს - 18 ქალი; 2019 წელს - 15 ქალი; 2020 წელს - 22 ქალი; 2021 წელს - 18 ქალი; 2022 წელს - 22 ქალი; 2023 წელს - 24 ქალი.
