2025 წლის 1-ელი იანვრიდან რუსი მესაზღვრეები სომხეთსა და ირანს შორის საზღვარზე არსებულ საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე მუშაობას შეწყვეტენ. ამის თაობაზე შეთანხმდნენ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტნისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრაზე, რომელიც 8 ოქტომბერს კრემლში გაიმართა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 დღეიდან საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ჯარიმები გაიზარდა
- 2 ბოლო ერთ წელში სუს-ის მესამე თანამშრომელმა მოიკლა თავი
- 3 უკრაინაში 39 წლის ქართველი მებრძოლი, ნიკა მაჭარაშვილი დაიღუპა
- 4 კობახიძე დიუშენის წამლებზე: „ხალხის ფულით“ „ფარმაცევტული მაფია“ არ უნდა გავამდიდროთ
- 5 რუსეთის დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან „მოკავშირეობის გაღრმავების“ კანონი დაამტკიცა
- 6 მეუფე შიოს პატრიარქად არჩევა საშიშია საქართველოს ეკლესიისთვის – მეუფე ზენონი
რუსი მესაზღვრეები სომხეთ-ირანის საზღვარზე 1992 წელს ხელმოწერილი ხელშეკრულების საფუძველზე დგანან. როგორც სომხეთის პრემიერ-მინისტრის სპიკერმა, ნაზელი ბაღდასარიანმა განაცხადა, მომავალი წლიდან საზღვარზე კონტროლს სრულად სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო ჯარები განახორციელებენ.
ამასთან, ფაშინიანმა პუტინს მადლობა გადაუხადა სომხეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის მესაზღვრეების მიერ გაწეული სამუშაოსთვის.
ბაღდასარიანის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრისას პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა პროექტ „მშვიდობის გზაჯვარედინის“ დეტალები წარადგინა და ასევე გამოთქვა შეშფოთება იმ გამონათქვამებისა და ლექსიკის გამო, რომელსაც რუსეთის რიგი ოფიციალური პირები რეგიონთან დაკავშირებულ თემებზე იყენებენ.
სომხეთის ინიციატივა „მშვიდობის გზაჯვარედინი“ გულისხმობს სომხეთის, თურქეთის, აზერბაიჯანისა და ირანის გავლით სატრანსპორტო დერეფნის შექმნას. პროექტის მიხედვით, დერეფანი თითოეული ქვეყნის სუვერენიტეტისა და იურისდიქციის ქვეშ, რუსეთის მონაწილეობის გარეშე იმუშავებს.
