„ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განმარტა, რატომ არ აძევებენ ქვეყნიდან ევროპელ ელჩებს მაშინ, როდესაც, მისივე თქმით, „მკვეთრი ნაბიჯები“ მოსახლეობის დიდი ნაწილის მოთხოვნაა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 დიდმა ბრიტანეთმა ლევან ვასაძე და ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა
- 2 სომხეთში რუსეთის მიერ ძებნილი საქართველოს მოქალაქე დააკავეს
- 3 მამულაშვილი კინოიანზე: რუსეთის იურისდიქციაში მოხვედრა სიკვდილის ტოლფასია
- 4 „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი მოძალადეები ზაზა მამალაძე და ირაკლი ბაუჩიძე გაათავისუფლეს
- 5 „8 შვილის მამა ტვინის შერყევით გინდათ, რომ გამიშვათ ციხეში“- ბურჭულაძეს პატიმრობა შეეფარდა
- 6 დაზიანებად არ შეიძლება შეფასდეს გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში გაკეთებული წარწერა – ქურდოვანიძე
როგორც კირცხალიამ განაცხადა, „ქართული ოცნების“ ამ პოლიტიკის უკან „კონკრეტული გეგმა“ დგას.
„აშკარაა, რომ საქართველოს მოსახლეობის მოთხოვნა ამა თუ იმ ელჩის გაძევებასთან დაკავშირებით კონტრპროდუქტიული იქნება, ვიდრე, ელჩების დანიშვნაზე „დიფ სთეითის“ მართული ევრობიუროკრატია იღებს გადაწყვეტილებას.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ჩვენი სახელმწიფო, აღნიშნულ ქვეყნებთან ურთიერთობას წლების განმავლობაში აშენებდა და ავითარებდა, შესაბამისად, „დიფ სთეითის“ მართულ ევრობიუროკრატიას არ მივცემთ საშუალებას, ელჩების არადიპლომატიური ქმედებების გამო, მიღწეული შედეგები სახელმწიფოებისა და ხალხების ურთიერთობების დონეზე გააფუჭოს.
ცხადია, კონკრეტული ქვეყნის ელჩის გაძევება გამოიწვევს მთელ რიგ დიპლომატიურ სვლებს, რაც საქართველოსა და კონკრეტული ქვეყნების ურთიერთობაზე ნეგატიურად აისახება“, - თქვა კირცხალიამ.
მისივე თქმით, „მთელ რიგ ქვეყნებში და მათ მოსახლეობაში ნელ-ნელა იკვეთება“ „დიფ სთეითის“ გავლენის შესუსტება.
„ჩვენ დავრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში, ვიდრე ევროპა „დიფ სთეითის“ გავლენისგან არ გათავისუფლდება. პარალელურად კი, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ „დიფ სთეითის“ გავლენა არ გავრცელდეს საქართველოზე“, - აღნიშნა მან.
ირაკლი კირცხალიას ბრიფინგის პარალელურად „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა სამინისტროში ელჩებთან შეხვედრა გაიმართა. მინისტრ მაკა ბოჭორიშვილის თქმით, მათი მიზანი იყო საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისთვის მიეწოდებინათ „ობიექტური ინფორმაცია“ 4 ოქტომბრის არჩევნებისა და იმავე დღეს თბილისში განვითარებულ მოვლენების შესახებ, ასვევე, მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით.
„ასევე, საუბარი შეეხო გამოხმაურებებს, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ საერთაშორისო თანამეგობრობის და აქტორების მხრიდან და რომელიც, ხშირ შემთხვევაში, არასწორად ასახავს და ეხმაურება განვითარებულ მოვლენებს, ქმნის მცდარ აღქმებსა და წარმოდგენებს საქართველოსთან დაკავშირებით. იყო საუბარი ამ საკითხებზე. რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ობიექტურად იყოს საქართველოში მიმდინარე პროცესები შეფასებული და გაკეთდეს ობიექტური და სამართლიანი განცხადებები“, - უთხრა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებს.
მაკა ბოჭორიშვილის თქმით, რამდენიმე ქვეყნის განცხადებები „არასწორად ასახავს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს“.
საგარეო საქმეთა სამინისტროში დაახლოებით ნახევარსაათიანი შეხვედრის დასრულების შემდეგ, მედიასთან კომენტარი მხოლოდ ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ გააკეთა: „ევროკავშირის მიერ არჩევნებისა და არჩევნების შემდგომი სიტუაციის შეფასება ძალიან ნათლად არის გამოხატული უმაღლესი წარმომადგენლის, კალასისა და კომისრის, კოსის ოფიციალურ განცხადებაში. გთხოვთ, იხილოთ კვირას გამოქვეყნებული განცხადება. ჩემი მხრიდან, მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ“, - თქვა ელჩმა.
ამ თემაზე:
კალასი და კოსი: არჩევნები განსხვავებული აზრის ფართომასშტაბიანი ჩახშობის გარემოში ჩატარდა
„დემოკრატიისთვის უკან გადადგმული ნაბიჯია“ - ჩეხეთის საგარეო უწყება 4 ოქტომბრის არჩევნებზე
ნორვეგია აცხადებს, რომ საქართველოს არჩევნების მიმართ ნდობა კიდევ უფრო შემცირებულია
ლატვიის საგარეო უწყება: 4 ოქტომბრის არჩევნებს არ შეიძლება ეწოდოს დემოკრატიული
