საქართველოში 4 ოქტომბერს გამართულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროც გამოეხმაურა. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ კენჭისყრას თავისუფლება და გამჭვირვალობა აკლდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 2 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 3 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 4 თბილისში პატრულ-ინსპექტორი, 37 წლის გოჩა არველაძე გარდაცვლილი იპოვეს
- 5 პუტინმა 2026-2030 წლებში ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
- 6 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
„საქართველოს მუნიციპალური არჩევნები დემოკრატიისთვის უკან გადადგმული ნაბიჯია. კენჭისყრას აკლდა თავისუფლება და გამჭვირვალობა.
ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, პატივი სცეს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებას. მოვუწოდებთ სიმშვიდისა და თავშეკავებისკენ არჩევნების შემდგომ პერიოდში“, - ვკითხულობთ პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
არჩევნები უარყოფითად შეაფასეს ნორვეგიისა და ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროებმაც. მანამდე კი განცხადება გაავრცელეს ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა და ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში, მარტა კოსმა. მათი შეფასებით, კენჭისყრა „განსხვავებული აზრის ფართომასშტაბიანი ჩახშობის გარემოში ჩატარდა“.
„დამოუკიდებელ მედიაზე მრავალთვიანმა თავდასხმებმა, სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული კანონების მიღებამ, ოპონენტებისა და აქტივისტების დაპატიმრებამ და ასევე საარჩევნო კოდექსში მმართველი პარტიის სასარგებლოდ შეტანილმა ცვლილებებმა კონკურენტული არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა მკვეთრად შეამცირა. გარდა ამისა, საქართველოს ხელისუფლების მიერ საერთაშორისო დამკვირვებლების, კერძოდ, ეუთო / ოდირის დროულად მოწვევაზე უარის თქმამ საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობას ზიანი მიაყენა და სანდო და შინაარსიან საერთაშორისო დაკვირვებას ხელი შეუშალა“, - განაცხადეს ევროკავშირის ლიდერებმა.
„ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა და თბილისის მერმა, კახა კალაძემ საპასუხოდ თქვა, რომ „ევროკავშირი საერთოდ არ არის საინტერესო“.
