„საქართველოს დემოკრატიისთვის სამწუხარო დღეა“, - ასე ეხმაურება ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში გამართულ თვითმმართველობის არჩევნებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სამხარაძე: არაბმა პარტნიორებმა ინვესტიციების წინააღმდეგ კამპანიაზე რეაგირება გვთხოვეს
- 2 აბასთუმნის თავზე ფრენა აიკრძალა - რატომ ჩაკეტა სახელმწიფომ ცა იქ, სადაც ივანიშვილი ცხოვრობს
- 3 უცხოეთში მყოფ წვევამდელებს ჯარში გაწვევისას საქართველოში დაბრუნება მოუწევთ
- 4 საქართველო ევროპაში ბოლო ადგილზეა: პენსია ძირითადი ხარჯების მხოლოდ 22%-ს ფარავს
- 5 მეუფე ისაია უარყოფს, თითქოს კანდიდატურა მოსაყდრე შიოს სასარგებლოდ მოხსნა
- 6 პოლონეთში 5 თვის ჩვილის გარდაცვალების საქმეზე ნუგზარ ქავთარაშვილს ეძებენ
„დასანანია, რომ გამოყენებული იქნა ძალადობა. რეპრესიული კანონები და ოპოზიციის ლიდერების პატიმრობაში ყოფნა კიდევ უფრო ამცირებს ნდობას საქართველოს არჩევნების მიმართ,“ – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ასევე, აღნიშნულია, რომ არჩევნებზე დაკვირვების საშუალება არ მიეცა OSCE/ODIHR-ს და მათი რეკომენდაციები არ იქნა გათვალისწინებული.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 4 ოქტომბერს, პროდასავლური ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილის ბოიკოტის და საპროტესტო აქციის ფონზე ჩატარდა.
არჩევნებს ციხეში შეხვდნენ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერები - ნიკა გვარამია, ნიკა მელია, ზურაბ ჯაფარიძე და ელენე ხოშტარია, ასევე, პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე. არჩევნების წინა პერიოდში დააკავეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, „გირჩი - მეტი თავისუფლების“ წევრი გელა ხასაია და თბილისის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“, ზვიად კუპრავა.
თვითმმართველობის არჩევნებს არ აკვირდებოდნენ როგორც ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ოდირი) დამკვირვებლები, ისე ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები - „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“, „სამართლიანი არჩევნები“ და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, თვითმმართველობის არჩევნებზე აქტივობამ 40.93% შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ რეგისტრირებული 3 513 818 ამომრჩევლიდან საარჩევნო უბნებზე 1 438 116 მივიდა. 2021 წლის არჩევნებზე აქტივობა 51.92% იყო, ხოლო 2017 წელს - 45.65%.
ამ თემაზე:
კალასი და კოსი: არჩევნები განსხვავებული აზრის ფართომასშტაბიანი ჩახშობის გარემოში ჩატარდა
