გორის სამხედრო ჰოსპიტალში გარდაიცვალა სოფელ ატენში მცხოვრები 51 წლის წლის რევაზ მიხანაშვილი, რომელსაც, პროკურატურის მტკიცებით, სიცოცხლისთვის სახიფათო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება თანასოფლელმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ინსპექტორმა, დემეტრე რევაზაშვილმა მიაყენა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ვლადიკავკაზში ქორწილის მონაწილეები საქართველოს დროშების გამოყენებისთვის დააპატიმრეს
- 2 ქართველი სამხედრო მფრინავი ზვიად ბექაური დაიღუპა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში
- 3 დამოუკიდებელი მედიების რედაქტორები ელისო კილაძის საქმის განხილვის საჯაროობას ითხოვენ
- 4 პანკისში მალხაზ მაჩალიკაშვილის ავტომობილი დააზიანეს
- 5 „სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ისრაელს“ - ფონიჭალის მეჩეთმა მოჯთაბა ხამენეის მიმართვა გააზიარა
- 6 მოქალაქე თიანეთის პოლიციას სექსუალური ხასიათის მუქარასა და ძალადობაში ადანაშაულებს
რევაზ მიხანაშვილს 29 ივლისს სცემეს. ჰოსპიტალში შეყვანისთანავე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ფასდებოდა როგორც კრიტიკულად მძიმე. მას თავის ტვინის ტრავმული დაზიანება ჰქონდა.
2 აგვისტოს გამართულ სხდომაზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, თამარ მჭედლიშვილმა 31 წლის დემეტრე რევაზაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. რევაზაშვილი ბრალს არ აღიარებს.
ამავე საქმეზე ბრალდებულია კიდევ ერთი პირი - იოსებ ბარჯაძეს, რომელზეც ძებნაა გამოცხადებული. პროკურატურა მას თავდაპირველად დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებოდა, თუმცა მოგვიანებით ბრალდება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით წარუდგინა. გამოძიების შედეგად მოპოვებული ახალი მტკიცებულებებით დადგინდა, რომ დემეტრე რევაზაშვილმა და იოსებ ბარჯაძემ დაზარალებულს „ჯგუფურად, თავისა და სხეულის არეში ჯანმრთელობის მძიმე, სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენეს“. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 9-დან 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
