სამთავრობო პროპაგანდისტული ტელეკომპანია „იმედის“ ცნობით, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, ვახტანგ გომელაური BBC-ის ჟურნალისტურ გამოძიებას გამოეხმაურა და უარყო ანტისამთავრობო აქციებზე მომიტინგეების წინააღმდეგ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღის გამოყენება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 დააკავეს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი მანანა გიორგობიანი
- 2 ყვარლის საკრებულოს თავმჯდომარე გივი ზაუტაშვილი და მერის მოადგილე ლევან გელაძე დააკავეს
- 3 საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან თურქეთის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა
- 4 პროკურატურამ ოპოზიციის 8 ლიდერს ახალი ბრალდება წარუდგინა
- 5 „ოცნების“ შს მინისტრის მოადგილის პოსტზე გიორგი ბუთხუზი გიორგი სახოკიამ ჩაანაცვლა
- 6 „უკრაინა რთული არჩევანის წინაშეა“ - ზელენსკიმ ტრამპის გეგმას ერისადმი მიმართვაში უპასუხა
„ეს ნივთიერებები, რაზეც ისინი ლაპარაკობენ, ნამდვილად ჰქონდა შეძენილი შინაგან საქმეთასამინისტროს და იყენებდა მას, ოღონდ 2012 წლამდე. თუ არ ვცდები ბოლო შეძენა 2009 თუ 2010 წელს უნდაიყოს განხორციელებული, მას შემდეგ შსს-ს ის არ შეუძენია და გამოუყენებია. მთელი პასუხისმგებლობითშემიძლია გითხრათ, რომ „ნაცებმა“ კატა გამოთხარეს!“, – განაცხადა გომელაურმა.
ვახტანგ გომელაური შს მინისტრის თანამდებობიდან 2025 წლის მაისში გადადგა. ის აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის და ევროკავშირის რამდენიმე ქვეყნის მიერ არის დასანქცირებული ადამიანის უფლებების ხელყოფის, მშვიდობიან დემონსტრანტებსა და ჟურნალისტებზე პოლიციის ძალადობის გამო.
BBC-მ შეაგროვა მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებენ, რომ 2024 წლის ბოლოს თბილისში, ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების ჩასახშობად „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ პირველიმსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა. საუბარია ნივთიერება ბრომბენზილ ციანიდზე, რომელსაც ფრანგმა სამხედროებმა „კამიტე“ უწოდეს. კამიტე საფრანგეთის არმიამ პირველი მსოფლიოომის დროს დასავლეთის ფრონტზე გერმანიის წინააღმდეგ გამოიყენა. მისი შემდგომი გამოყენებისდოკუმენტური მტკიცებულებები მწირია. მიიჩნევა, რომ ის მოხმარებიან 1930-იან წლებში ამოიღეს მისიგრძელვადიანი ეფექტების შესახებ შეშფოთების გამო და „ცრემლსადენი გაზით“ ჩაანაცვლეს.
თბილისში გამართული დემონსტრაციების ერთ-ერთმა მონაწილემ მისი და აქციის სხვა მომიტინგეებისწინააღმდეგ გამოყენებული წყლის ჭავლის შესახებ BBC-ს უთხრა, რომ ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოსწყალი სწვავდა და ამ შეგრძნებისგან თავის დაღწევა დაბანითაც კი შეუძლებელი იყო. პროტესტისმონაწილეები სხვა სიმპტომებსაც უჩიოდნენ, მათ შორის ქოშინს, ხველას და ღებინებას, რაც კვირების განმავლობაში გრძელდებოდა.
BBC-ს ქიმიური ნივთიერების დადგენაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმთან დაკავშირებული რამდენიმე მაღალჩინოსანი დაეხმარა. ლაშა შერგელაშვილი, რომელიც ადრე ამ დანაყოფების შეიარაღებაზე იყო პასუხისმგებელი, მიიჩნევს, რომ ეს იგივე ნაერთია, რომლის გამოცდაც მას 2009 წელს წყლის ჭავლში გამოსაყენებლად დაევალა.
„არსებული მონაცემები, დაზარალებულთა და სხვა მოწმეების მიერ მოხსენებული კლინიკური სიმპტომები შეესაბამება ბრომობენზილ ციანიდის ზემოქმედებას“, – განაცხადა ქიმიური იარაღის ექსპერტმა, კრისტოფერ ჰოლსტიგმა და გამორიცხა შესაძლებლობა, რომ სიმპტომები შეიძლება გამოწვეული ყოფილიყო უფრო გავრცელებული სპეციალური საშუალებით, როგორიც ცრემლსადენი გაზია. მისი თქმით, სიმპტომების ხანგრძლივობა არ შეესაბამება ცრემლსადენი გაზის ეფექტს.
კრისტოფერ ჰოლსტიგმა ივარაუდა, რომ ბრომბენზილ ციანიდი შესაძლოა გამოყენებულიყო, რადგან ისძლიერ შემაკავებელ საშუალებას წარმოადგენს:
„ის დიდი ხნის განმავლობაში აკავებს ადამიანებს. ისინი ვერ მოახერხებენ სიმპტომებისგან თავისდაღწევას დამოუკიდებლად. საავადმყოფოში წასვლა მოუწევთ. საპროტესტო აქციის ადგილის დატოვებამოუწევთ. თუ ამ ნივთიერების გამოყენება მართლაც განახლდა, ეს უკიდურესად საშიშია“, – თქვაექსპერტმა.
„ქართულმა ოცნებამ“ BBC-ს „დიპ სტეიტის“ პროპაგანდისტულ იარაღი“ უწოდა და საერთაშორისოსასამართლოებში ჩივილით დაემუქრა. პარტიაში განაცხადეს, რომ გამოქვეყნებული მასალა „სიცრუის კორიანტელია“ და წარმოადგენს მცდელობას, „ჩირქი მოსცხონ საქართველოს მთავრობას, ქართულ პოლიციას და რაც მთავარია - საქართველოს სახელმწიფოებრიობას“.
„ქართული ოცნების“ შინაგან საქმეთა სამინისტროს დღემდე არ გაუსაჯაროებია ინფორმაცია, რა იყო გარეული წყლის ჭავლში, რომელსაც ინტენსიურად იყენებდნენ აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ. „როცა დგას საჭიროება, შესაძლებელია, რომ წყლის ჭავლში იქნეს გარეული შესაბამისი ნივთიერებები, რომელიც დაშვებულია კანონით, ეს გაზი იქნება, თუ სხვა საშუალებები, საღებავიც შეიძლება იქნეს გარეული და ა.შ. როდესაც დგას ამის საჭიროება და არის ამის სამართლებრივი საფუძვლები, პოლიცია იყენებს ამ საშუალებას“, – აცხადებდა შს მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე 2024 წლის 30 ნოემბერს.
ამ თემაზე:
სუს-მა BBC-ის მასალის შემდეგ გამოძიება „მტრულ საქმიანობაში დახმარების“ მუხლითაც დაიწყო
