სტრასბურგის სასამართლომ ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ე.წ. „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტთან“ (ე.წ. FARA) დაკავშირებით, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, სტუდია „მონიტორის“ და „საქართველოს ამბების“ დავაში მესამე მხარედ ჩართო.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ვლადიკავკაზში ქორწილის მონაწილეები საქართველოს დროშების გამოყენებისთვის დააპატიმრეს
- 2 ქართველი სამხედრო მფრინავი ზვიად ბექაური დაიღუპა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში
- 3 დამოუკიდებელი მედიების რედაქტორები ელისო კილაძის საქმის განხილვის საჯაროობას ითხოვენ
- 4 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 5 „სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ისრაელს“ - ფონიჭალის მეჩეთმა მოჯთაბა ხამენეის მიმართვა გააზიარა
- 6 ზახაროვა თბილისში რუსული ენის დღის საპროტესტო აქციის მონაწილეების დასჯას ითხოვს
მომჩივნები - ნონა ქურდოვანიძე (საიას ყოფილი თავმჯდომარე), ნინო ზურიაშვილი (სტუდია „მონიტორის“ ხელმძღვანელი) და გელა მთივლიშვილი („საქართველოს ამბების“ რედაქტორი) ასაჩივრებენ კანონს, რომელიც, მათი შეფასებით, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის საქმიანობას ზღუდავს.
მომჩივნების პოზიციით, კანონმდებლობა რეალურად მიმართულია დამოუკიდებელი ორგანიზაციების დისკრედიტაციის, მათი გაჩუმებისა და დევნისკენ, მათ შორის, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის მუქარით.
ევროპის საბჭოს კომისარი, რომელიც უკვე ჩართულია „რუსულ კანონთან“ დაკავშირებულ დავაში, მიუთითებს, რომ „FARA-ს“ აქტი და „რუსული კანონი“ ერთობლივად ქმნის მახრჩობელ გარემოს უფლებადამცველებისთვის. მისი შეფასებით:
- ორივე კანონი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს აიძულებს, დარეგისტრირდნენ როგორც „უცხო ძალის ინტერესების გამტარი ორგანიზაციები“ ანდა „უცხოური პრინციპალის აგენტები“, რაც ზღუდავს უფლებადამცველების შესაძლებლობას, ისარგებლონ გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლების უფლებებით.
- ეს განსაკუთრებით თვალსაჩინოა მაშინ, როდესაც ამ ზომებს თან ახლავს ხელისუფლებისა და პროსახელისუფლებო ჯგუფების მხრიდან წარმოებული აგრესიული კამპანია, რომელიც მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების დისკრედიტაციას და მათ ჩამოშორებას გადაწყვეტილების მიღების პროცესებიდან - მათ შორის, მათი წარმოჩენით „სახელმწიფოს მტრებად“ (ან ქართველი ხალხის მტრებად) და მათი დაფინანსების წყაროებზე მუდმივი აპელირებით, როგორც დაბრკოლებაზე, რომელიც ხელს უშლის მათ მიერ საზოგადოებაში მიუკერძოებელი დამკვირვებლის (უშუალოდ სადარაჯო/საზედამხედველო ორგანიზაციის - watchdog) როლის შესრულებას.
აღსანიშნავია, რომ 2026 წლის 2 თებერვალს კომისარმა გააკეთა განცხადება, სადაც მკაცრად დაგმო საკანონმდებლო ცვლილებები „გრანტების შესახებ“ კანონსა და სხვა აქტებში. კომისარი კვლავ აღნიშნავს, რომ ეს ცვლილებები სამოქალაქო სექტორის საქმიანობას ზღუდავს და მოუწოდებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, უარი თქვას იმ სამართლებრივ მექანიზმებზე, რომლებიც აფერხებენ საზოგადოებრივი ორგანიზაციების თავისუფალ ფუნქციონირებას.
ევროპულმა სასამართლომ ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს პოზიციის ოფიციალურად წარსადგენად ვადა 2026 წლის 31 აგვისტომდე განუსაზღვრა.
