ადამიანის უფლებათა სასამართლომ საქმეზე „მჟავანაძე და რუხაძე საქართველოს წინააღმდეგ“ სახელმწიფოს მიერ ევროპული კონვენციის ორი მუხლის - სამართლიანი სასამართლოსა და შეკრების თავისუფლების უფლებების დარღვევა დაადგინა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რიჟვაძის საქმეზე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ალექსი ახვლედიანი დააკავეს
- 2 მზია ამაღლობელს ერთ თვალში მხედველობა 10 %-მდე შეუმცირდა, მეორეში - 0,04 %-ია - ადვოკატი
- 3 პაპუაშვილი არჩევნებზე წალენჯიხის მერიის განცხადებას „საბოტაჟს“ უწოდებს
- 4 ივანიშვილ-კუპრაშვილის ბიურომ რუსული კანონების აღსრულება დაიწყო - არასამთავრობოები
- 5 სტიკერის გაკვრაზე მზია ამაღლობელი მეორედ გაასამართლეს და 1000 ლარით დააჯარიმეს
- 6 მანდატურზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს აქტივისტი ნინო დათაშვილი
საქმე ეხება მოძრაობა „სირცხვილიას“ დამფუძნებლების, გიორგი მჟავანაძისა და ნოდარ რუხაძის ადმინისტრაციული წესით დაკავებას 2020 წლის 9 ნოემბერს, პარლამენტის შენობასთან, სადაც საპარლამენტო არჩევნების შედეგებს და COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებული კომენდანტის საათის შემოღებას აპროტესტებდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრო მათ წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდა.
ნოდარ რუხაძის მიერ სასამართლო პროცესზე მიცემული ჩვენების თანახმად, მან სცადა შეშის მიტანა დემონსტრაციაზე, რადგან მონაწილეებს ღამის გათევა ჰქონდათ განზრახული და გათბობა სჭირდებოდათ, თუმცა, პოლიციამ ამის გაკეთებაში ხელი შეუშალა. რუხაძის თქმით, მან შეშის მიტანა გადაიფიქრა და პარლამენტის შენობასთან ახლოს მყოფ დემონსტრანტებს უბრალოდ შეურთდა. მალევე მან დაინახა, როგორ აკავებდა ორი პოლიციელი გიორგი მჟავანაძეს და მასთან მიახლოება სცადა. რუხაძე ამ დროს დააკავეს.
გიორგი მჟავანაძის თქმით, ის ძალის გამოყენებით დააკავეს ისე, რომ მისთვის მიზეზი არ განუმარტავთ. პოლიციელებმა მისი ქმედების ზუსტი ხასიათი არც დაკავების ოქმში მიუთითეს და მხოლოდ ის აღნიშნეს, რომ მჟავანაძე აგრესიული იყო.
სასამართლო პროცესზე პოლიციის თანამშრომლების მიერ მიცემული ჩვენების თანახმად, რუხაძე და მჟავანაძე იმ პირთა ჯგუფში იყვნენ, რომლებიც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მანქანას მისდევდნენ და გზას უღობავდნენ, განურჩევლად იგინებოდნენ და შემდეგ პირდაპირ პოლიციელებს მიმართავდნენ. პოლიციის თანამშრომლების მტკიცებით, ისინი გზის გათავისუფლებაზე უარის თქმის შემდეგ დააკავეს.
სასამართლომ გიორგი მჟავანაძეს სამდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა, ხოლო ნოდარ რუხაძე 1500 ლარით დააჯარიმა.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ორივე განმცხადებლის მიმართ კონვენციის მე-11 მუხლის (შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება) დარღვევა დაადგინა. სასამართლომ მიიჩნია, რომ აქტივისტების დაკავება და შემდეგ სასამართლოს მიერ სამართალდამრღვევად ცნობა წარმოადგენდა მათი მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების უფლებაში ჩარევას.
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ პატიმრობის გამოყენების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებაში მოყვანილი საფუძვლები - გიორგი მჟავანაძის „პიროვნება“ და მისთვის მიწერილი ქმედების „სერიოზულობა“ - დამატებითი განმარტების გარეშე არ არის საკმარისი იმისთვის, რომ არაძალადობრივი, თუნდაც წესრიგის დამრღვევი ქმედებისთვის სამდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის სანქციის დაკისრება პროპორციულად იქნეს მიჩნებული.
სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ ნოდარ რუხაძის მიმართ დაირღვა კონვენციის მე-6 მუხლი (სამართლიანი სასამართლოს უფლება). სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ რუხაძის წინააღმდეგ პირდაპირი მტკიცებულების ერთადერთი ელემენტი იყო ბრალმდებელი მხარის წარმომადგენელი პოლიციელის ჩვენება, იმ გარემოებებში, როდესაც დამატებითი მტკიცებულებები, როგორიცაა სადავო მოვლენების ამსახველი ვიდეოჩანაწერი შეიძლებოდა ან უნდა ყოფილიყო გადაღებული პოლიციელის სამხრე კამერით და წარდგენილი სასამართლოში. სტრასბურგის სასამართლო აღნიშნავს, რომ ნოდარ რუხაძის წინააღმდეგ სხვა მტკიცებულებების არარსებობის პირობებში, ქართული სასამართლოების დასკვნამ, რომ არ იყო წარდგენილი პოლიციელების ჩვენების „საწინააღმდეგო“ მტკიცებულება, ფაქტობრივად, ნოდარ რუხაძე ისეთ მდგომარეობაში ჩააყენა, რომ თავისი უდანაშაულობის დამტკიცება მოუწია.
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს სახელმწიფომ ნოდარ რუხაძეს უნდა გადაუხადოს 529 ევრო, რაც ის თანხაა, რითაც სასამართლომ 2020 წელს დააჯარიმა და ასევე, 1600 ევრო არამატერიალური ზიანის ანაზღაურების მიზნით. რაც შეეხება გიორგი მჟავანაძეს, არამატერიალური ზიანის კომპენსაციის სახით, სახელმწიფოს მისთვის 1200 ევრო ექნება გადასახდელი.
