საქართველოს ხელბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი ზურაბ კაკაბაძე ფედერაციის კუთვნილი 464 496 ლარის მითვისების ბრალდებით დააკავეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 2 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 3 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 4 თბილისში პატრულ-ინსპექტორი, 37 წლის გოჩა არველაძე გარდაცვლილი იპოვეს
- 5 პუტინმა 2026-2030 წლებში ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
- 6 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
პროკურატურის განცხადებით, 2019-2021 წლებში ზურაბ კაკაბაძეს ფედერაციის საბანკო ბარათიდან რეგულარულად გამოჰქონდა თანხა პირადი მიზნებისთვის.
„ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა ისარგებლა თავისი სამსახურებრივი მდგომარეობით და 2019-2021 წლებში, მის მფლობელობაში არსებული, ფედერაციის კუთვნილი ბიზნესბარათების გამოყენებით, საბანკო ანგარიშებიდან, სხვადასხვა ბანკომატის მეშვეობით გამოიტანა და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა ა(ა)იპ „საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის“ კუთვნილი 464 496 ლარი, რამაც დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი გამოიწვია“, – აცხადებენ პროკურატურაში.
უწყებაში განმარტავენ, რომ მოძიება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის საფუძველზე დაიწყო.
ზურაბ კაკაბაძე ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტად ორჯერ იყო არჩეული, 2012 და 2016 წლებში. მას უფლებამოსილების მეორე ვადა 2020 წლის ბოლოს ამოეწურა, ფედერაციის წესდება კი ერთი და იმავე პიროვნების ზედიზედ ორ ვადაზე მეტით არჩევას არ ითვალისწინებს.
