„ძალიან მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, საზოგადოებაში ერთხელ და სამუდამოდ მოვშალოთ მენტალობა, რომ აუცილებელია უმაღლესი განათლების მიღება“, – ეს განცხადება „ქართული ოცნების“ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ სასკოლო და უმაღლესი განათლების რეფორმაზე საუბრისას გააკეთა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სამხარაძე: არაბმა პარტნიორებმა ინვესტიციების წინააღმდეგ კამპანიაზე რეაგირება გვთხოვეს
- 2 აბასთუმნის თავზე ფრენა აიკრძალა - რატომ ჩაკეტა სახელმწიფომ ცა იქ, სადაც ივანიშვილი ცხოვრობს
- 3 უცხოეთში მყოფ წვევამდელებს ჯარში გაწვევისას საქართველოში დაბრუნება მოუწევთ
- 4 საქართველო ევროპაში ბოლო ადგილზეა: პენსია ძირითადი ხარჯების მხოლოდ 22%-ს ფარავს
- 5 მეუფე ისაია უარყოფს, თითქოს კანდიდატურა მოსაყდრე შიოს სასარგებლოდ მოხსნა
- 6 პოლონეთში 5 თვის ჩვილის გარდაცვალების საქმეზე ნუგზარ ქავთარაშვილს ეძებენ
მისი თქმით, თუკი ეს გადაწყვეტილება დამტკიცდება, რომელიღაც წელს მე-11 და მე-12 კლასები ერთად დასრულდება, რაც აბიტურიენტთა რაოდენობას გაზრდის.
„თუმცა, ამ რეფორმის პროცესი კონკურენციის გაზრდაზე ისედაც არის ორიენტირებული. გასულ წლებშიც ანალოგიური მოცემულობა გვქონდა, მაგრამ მე წლევანდელ სტატისტისტიკურ მონაცემებს მოვიყვან - 37 ათასი აბიტურიენტი გვყავდა წელს და 64 უნივერსიტეტს 45 ათასი ვაკანტური პოზიცია ჰქონდა გამოცხადებული. ანუ, კონკურენცია ფიზიკურად არ არსებობს. ახალგაზრდამ რომ შემოხაზოს ყველა უნივერსიტეტი, მიუთითოს კონკრეტული ფაკულტეტი და უბრალოდ გადალახოს ბარიერი, ანუ არ ჩაიჭრას, დიდი ალბათობით, აუცილებლად მოიპოვებს ადგილს უმაღლეს სასწავლებელში. ეს, რა თქმა უნდა, სასწავლო ხარისხზე, დამოკიდებულებაზე თავის გავლენას ახდენს“, – განაცხადა მიქანაძემ.
მისი თქმით, არ შეიძლება უმაღლესი განათლების რეფორმა პროფესიული მიმართულების გაძლიერება-განვითარებისა და სასკოლო რეფორმისგან განყენებული იყოს.
„ჩვენ ძალიან მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ის გარემოება, რომ საზოგადოებაში ერთხელ და სამუდამოდ მოვშალოთ მენტალობა იმისა, რომ აუცილებელია უმაღლესი განათლების მიღება, მაგრამ რას ვახვედრებთ საპირწონედ. ამ კუთხით ძალიან კარგი დინამიკა შეინიშნება სწორედ პროფესიული სწავლების მიმართებით. ამ რეფორმის პარალელურად მიმდინარე პროცესი გვაქვს, რომ ვაძლიერებთ პროფესიულ სექტორს, პროფესიული სასწავლებლების მიმართულებას, როგორც სახელმწიფო პროფესიული სასწავლებლებს, სულ 29 გვაქვს, ასევე კერძოებს. პლუს ამას ჩვენი მიზანია, რეგიონებში გავზარდოთ პროფესიული სასწავლებლების რაოდენობა და არა მარტო რაოდენობა, არამედ პროფესიების მიმართულებები, რომ რაღაც ერთი კონკრეტული მიმართულება არ იყოს, ესეც ბაზრის კვლევების საჭიროებიდან გამომდინარე“, – აღნიშნა გივი მიქანაძემ.
„ქართული ოცნება“ მუშაობს რეფორმაზე, რომლის თანახმად სკოლები 12-წლიანი სასწავლო პროგრამიდან 11 წლიანზე უნდა დაბრუნდნენ. ეს ბარიერი იქნება იმ მოსწავლეებისთვის, რომლებსაც ევროპულ უნივერსიტეტებში სურთ სწავლის გაგრძელება.
