თბილისში, ყაზბეგის გამზირზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოტოციკლის მძღოლი, 19 წლის რევი დემეტრაშვილი დაიღუპა. ტელეკომპანიების „მთავარი არხის“ და „ფორმულას“ ინფორმაციით, მძღოლს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა გზა გადაუკეტა და ის სწორედ პოლიციის მანქანასთან შეჯახებას ემსხვერპლა. საქმეზე გამოძიება პროკურატურამ დაიწყო.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 2 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 3 აფხაზი ბლოგერის დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს
- 4 სამხედრო გაწვევის უწყება ვებგვერდზე გამოქვეყნდება და ჩაბარებულად ჩაითვლება
- 5 ივანიშვილის გინების შემდეგ, გიორგი კირვალიძეს საპროცესო შეთანხმება გაუუქმეს
- 6 მიმავალ ადამიანს ხშირად ზედმეტად აწუხებენ სამედიცინო საშუალებებით - პატრიარქი
ავტოსაგზაო შემთხვევა გამთენიისას მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მოტოციკლის მძღოლი, რომელმაც საგზაო მოძრაობის წესი დაარღვია, არ დაემორჩილა პატრულის მოწოდებას და არ გაჩერდა, რის შემდეგაც მას აედევნენ. „მთავარი არხის“ ინფორმაციით, სავარაუდოდ, ხუციშვილის ქუჩიდან გამოსულმა ეკიპაჟმა მოტოციკლის მძღოლს გზა გადაუკეტა.
ტელეკომპანიების მიერ მოპოვებულ ვიდეომასალაში ჩანს საპატრულო პოლიციის მანქანა, რომელიც შუა ნაწილში დაზიანებულია. შინაგან საქმეთა სამინისტროს მომხდართან დაკავშირებით განცხადება არ გაუკეთებია.
პროკურატურა საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით იძიებს, რაც გულისხმობს მძღოლის მიერ ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
შსს-მ ადმინისტრაციული წესით დააკავა მოქალაქე, რომელიც ყაზბეგის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს ტელეფონით იღებდა. მას პოლიციელების მიმართ სიტყვიერ შეურაცხყოფას ედავებიან.
