ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი აცხადებს, რომ მომავალ კვირაში საქართველოსთან დაკავშირებით ახალი აქტის წარდგენას აპირებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 2 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 3 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 4 თბილისში გარდაცვლილი ტაილანდელი იუთუბერის ოჯახი სუიციდის ვერსიას უარყოფს
- 5 თბილისში პატრულ-ინსპექტორი, 37 წლის გოჩა არველაძე გარდაცვლილი იპოვეს
- 6 პუტინმა 2026-2030 წლებში ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
„შემდეგ კვირაში მე წარვადგენ „ქართული კოშმარის არაღიარების აქტს“, რომელიც აკრძალავს აშშ-ის მიერ საქართველოში დიქტატორული რეჟიმის ცნობას და აღიარებს სალომე ზურაბიშვილს ერთადერთ კანონიერ ლიდერად იქამდე, სანამ არ გაიმართება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები“, - დაწერა ჯოუილსონმა პლატფორმა X-ზე.
მანამდე კონგრესმენმა სალომე ზურაბიშვილი დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე მიიწვია.
ჯო უილსონი, რომელიც აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეობის ერთ-ერთ კანდიდატად განიხილება, სახელმწიფო დეპარტამენტს აქტიურად მოუწოდებდა „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის სანქცირებისკენ. გარდა ამისა, მას უკვე ინიცირებული აქვს „მეგობარი აქტი“ [MEGOBARI Act], რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტს მისცემს დამატებით ინსტრუმენტებს სავიზო შეზღუდვებისა და ფინანსური სანქციები დაუწესოს მათ, ვინც ძირს უთხრის საქართველოს დემოკრატიას და ჩართულია საქართველოს მოქალაქეების საწინააღმდეგო რეპრესიულ ზომებში.
