სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ოკუპირებულ ცხინვალში თამარ მეარაყიშვილის დაკავებას გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვად აფასებს და მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 2 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 3 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 4 თბილისში პატრულ-ინსპექტორი, 37 წლის გოჩა არველაძე გარდაცვლილი იპოვეს
- 5 პუტინმა 2026-2030 წლებში ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
- 6 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
სახალხო დამცველის აპარატი ამ საკითხს პირველად დღეს, 30 დეკემბერს, თამარ მეარაყიშვილის დაკავებიდან მერვე დღეს გამოეხმაურა.
„თამარ მეარაყიშვილი, როგორც უფლებადამცველი, წლების განმავლობაში თანამშრომლობდა როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო მედიასაშუალებებთან, აქტიურად საუბრობდა ოკუპირებულ ახალგორის რაიონში არსებულ პრობლემებზე, რაც მისივე განცხადებით, წარსულშიც არაერთხელ გამხდარა მისი დაკავების წინაპირობა. მას ჩამორთმეული ჰქონდა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები და აკრძალული ჰქონდა ოკუპირებული ტერიტორიების დატოვება.
სახალხო დამცველი თამარ მეარაყიშვილის დაკავებას უფლებადამცველის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვად აფასებს და დე ფაქტო ხელისუფლებას მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოუწოდებს“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
ახალგორელი თამარ მეარაყიშვილი 22 დეკემბერს, ცხინვალში დააკავეს. დე ფქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ მის წინააღმდეგ საქმე რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით აღძრა, რაც „ჯაშუშობას“ გულისხმობს და 10-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
დაკავების შემდეგ თამარ მეარაყიშვილმა შიმშილობა გამოაცხადა, 28 დეკემბრიდან კი წყლისა და მედიკამენტების მიღებაზეც უარი თქვა. ამ ფონზე ის ცხინვალის იზოლატორიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ადვოკატის თქმით, თამარ მეარაყიშვილი თავს დე ფაქტო პრეზიდენტ ალან გაგლოევის პირად ტყვედ მიიჩნევს და გათავისუფლებამდე შიმშილობის შეწყვეატას არ აპირებს.
