13 ივლისიდან ძალაში შევიდა შეთანხმება, რომლის თანახმად, საქართველოს და სომხეთის მოქალაქეებს უფლება აქვთ იმოგზაურონ საქართველოდან სომხეთში და პირიქით პირადობის მოწმობით, საერთაშორისო მიმოსვლისთვის ნებადართული სასაზღვრო გამტარი პუნქტის გავლით.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 2 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 3 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 4 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
- 5 ნატა ვიბლიანის გაუპატიურების ერთი ეპიზოდი მამის საფლავზე მოხდა - ადვოკატი
- 6 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
„საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის მოქალაქეთა ორმხრივი უვიზო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმებას ხელი ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებმა, ირაკლი ღარიბაშვილმა და ნიკოლ ფაშინიანმა 2023 წლის 12 იანვარს, ქალაქ ერევანში მოაწერეს, თუმცა მისი ძალაში შესვლისთვის ორივე მხარის მიერ რატიფიკაცია იყო საჭირო. სომხეთის ეროვნულმა კრებამ (პარლამენტი) დოკუმენტის რატიფიცირება 26 ივნისს მოახდინა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, შეთანხმება მიზნად ისახავს საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეებისათვის ურთიერთ მიმოსვლის კიდევ უფრო ხელსაყრელი პირობების შემოღებას.
აქამდე, სომხეთის და საქართველოს მოქალაქეებს სახელმწიფოთაშორისი საზღვრის გადაკვეთა პასპორტებით, ვიზის გარეშე შეეძლოთ.
საქართველოში განხორციელებული საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობის მიხედვით სომხეთი ხუთ ლიდერ ქვეყანას შორის მესამეა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2022 წელს სომხეთიდან 742 593 ვიზიტორი შემოვიდა. ამასთან, სომხეთის რეზიდენტების ვიზიტებში აბსოლუტური უმრავლესობა განმეორებითი ვიზიტი იყო.
