პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 3 ნოემბერს, დიპლომატის დღეს, საქართველოს ელჩები გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ამ დღის მილოცვა არ შეუძლია. მისი თქმით, ქართველი დიპლომატების უმრავლესობა ხელისუფლების მიერ ევროპული გზის „ფეხქვეშ გათელვას“ დუმილით ხვდება და საელჩოებში იმალება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 გახარია კალანდარიშვილზე: ვიღაც ერთ ხმების მომპარავ თაღლითს საღებავი შეასხეს
- 3 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 გორელმა ბიზნესმენმა სტალინის ფენომენის პოპულარიზაციისთვის ფონდი დააფუძნა
- 6 აქციაზე დაკავებულ 21 წლის მათე დევიძეს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება
„დიპლომატიის დღეს ვერ მოგილოცავთ! მიუხედავად იმისა, რომ 20 წლის წინ სწორედ ჩემი ინიციატივით დაარსდა ეს მნიშვნელოვანი თარიღი, რომელიც უკავშირდება სულხან-საბა ორბელიანის სახელს და მოღვაწეობას და ასეთ იუბილეს უნდა აღვნიშნავდეთ სიამაყით! მით უმეტეს, რომ სულხან-საბა ჩვენი ევროპული მისწრაფებების ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა, ევროპული გზის, რომელსაც მივაღწევთ მხოლოდ დიპლომატიით.
მაგრამ არა, ვერა. არც მოლოცვის სურვილი, არც სიამაყის განცდა! დღეს მისი ხსენება სულ ცოტა უხერხულია, როცა ხელისუფლება იმ ნანატრ ევროპულ გზას ფეხქვეშ თელავს, როცა რუსეთისკენ გადადგმულ ნაბიჯებს დიპლომატების უმრავლესობა დუმილით ხვდება და არ აპროტესტებს.
ამ დროს თქვენ, საქართველოს დადუმებულო ელჩებო, ზიხართ ბრიუსელში, ვაშინგტონში და კიდევ რამდენ ევროპულ დედაქალაქში და რისთვის? გადადგომას თუ ვერ ბედავთ, ხმის ამოღებასაც ვერა, ან განსხვავებული აზრის დაფიქსირებას, აბა რაღა დაგრჩენიათ? ნუთუ ესოდენ გეშინიათ?!
რა სულხან-საბა, რა ღირსება, რა პროფესიონალიზმი? … მშვიდობა სწორედ მაშინაა საფრთხეში, როცა ქვეყანას არ გივარგა დიპლომატია! თავისუფლება მაშინაა საფრთხეში, როცა ვინც ემსახურება სახელმწიფოს, იმას საკუთარი ლანდის ეშინია! დამოუკიდებლობა კი საფრთხეშია, როცა ისინი, ვინც გარეთ უნდა განგაშის სიგნალებს აწვდიდნენ ჩვენს პარტნიორებს, რუსეთის ჰიბრიდულ ქმედებებს ვითომცდა ვერ იმჩნევენ! გაქვავებულები, გამქრალნი, საელჩოებში, ვით სოროებში, დამალულნი. არავის მათი ხმა არ გაუგია, არჩევნებში ემიგრანტების ხმის მიცემის კონსტიტუციით დაცული უფლებაც ვერ დაიცვეს და იმალებიან… ოღონდ ვინმეს არ გაახსენდეს მათი არსებობა!
ისტორია არ დაგივიწყებთ და სულხან-საბას კი მოეშვით! მისი ხსენება ვერ გიშველით და მის სახელს ჩრდილს უყენებთ!“, - წერს სალომე ზურაბიშვილი Facebook-ის პირად გვერდზე.
ქართველ დიპლომატებს პროფესიული დღე მიულოცა საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა. მისი თქმით, სიმბოლურია, რომ ეს დღე დიდი ქართველი საზოგადო მოღვაწის, სულხან-საბა ორბელიანის სახელს უკავშირდება - დიპლომატის, რომელმაც ევროპისკენ გზა ჯერ კიდევ სამი საუკუნის წინ გაკვალა. „თანამედროვე საქართველოს ევროპული მისწრაფება სწორედ ამ ძალისხმევის ერთგვარი გაგრძელება და შედეგია. პროგრესი, რომელსაც ბოლო წლების განმავლობაში ამ მიმართულებით მივაღწიეთ, მათ შორის, ქართველი დიპლომატების თავდაუზოგავი შრომის შედეგია“, - განაცხადა დარჩიაშვილმა და დიპლომატებს მადლობა გადაუხადა.