2025 წლის 16 მაისიდან ავღანეთის, ბანგლადეშის, განას, ეთიოპიის, ერიტრეას, იემენის, კამერუნის, კოტ დ’ივუარის, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის, მაროკოს, ნიგერიის, პაკისტანის, სომალის, სირიის, სუდანის, ტანზანიისა და უგანდის მოქალაქეებისთვის საქართველოში შემოსვლისა და დარჩენის წესები იცვლება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 2 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 3 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 4 თბილისში გარდაცვლილი ტაილანდელი იუთუბერის ოჯახი სუიციდის ვერსიას უარყოფს
- 5 თბილისში პატრულ-ინსპექტორი, 37 წლის გოჩა არველაძე გარდაცვლილი იპოვეს
- 6 პუტინმა 2026-2030 წლებში ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, ჩამოთვლილი ქვეყნების მოქალაქეებს ცვლილებების განხორციელებამდეც ჰქონდათ საქართველოში შემოსვლის უფლება, იმ შემთხვევაში თუ ისინი ფლობდნენ გალფის ქვეყნების ვიზას, ან ბინადრობის მოწმობას, თუმცა არ იყო დადგენილი ვიზის მოქმედების ვადები. აღნიშნულ ქვეყნებთან მიმართებით მოთხოვნები მკაცრდება.
გალფის ყურის ქვეყნების (არაბთა გაერთიანებული საამიროების, ბაჰრეინის სამეფოს, საუდის არაბეთის სამეფოს, კატარის სახელმწიფოს, ქუვეითის სახელმწიფოს ან ომანის სასულთნოს) ვიზა ან ბინადრობის ნებართვა მათ აღარ მისცემთ საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და ყოფნის უფლებას თუ მათი საქართველოში შემოსვლის დღისთვის, მრავალჯერადი ვიზის ან ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა 1 წელზე ნაკლებია.
