რუსული როკ-ჯგუფი Bi-2 (БИ-2), რომელსაც კონცერტი ოკუპირებულ აფხაზეთში აქვს ჩატარებული, თბილისში იმღერებს. ბილეთების გაყიდვა უკვე დაწყებულია. სპორტის სასახლეში კონცერტი 19 მარტს არის დაგეგმილი.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 დღეიდან საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ჯარიმები გაიზარდა
- 2 თავდაცვის ყოფილ მინისტრს 10 წლით პატიმრობა მიესაჯა
- 3 უკრაინაში 39 წლის ქართველი მებრძოლი, ნიკა მაჭარაშვილი დაიღუპა
- 4 აზერბაიჯანის ხელისუფლება მთიან ყარაბაღში სომხურ ეკლესიებს ანგრევს
- 5 მეუფე შიოს პატრიარქად არჩევა საშიშია საქართველოს ეკლესიისთვის – მეუფე ზენონი
- 6 Facebook-ზე პოლიციელების შესახებ პოსტის გამო მოქალაქე 15 დღით დააპატიმრეს
YouTube-ზე იძებნება ვიდეო, საიდანაც ირკვევა, რომ 2013 წელს, Bi-2-ის წევრები - ეგორ ბორტნიკი და ალექსანდრ უმანი აფხაზეთის მცხოვრებლებს სოხუმში დაგეგმილ კონცერტზე იწვევდნენ.
„ამ ადამიანებმა 2013 წლის 15 ივლისს სოხუმში, კონცერტი გამართეს მინისტრთა საბჭოს წინ მოედანზე, იმავე ადგილას, სადაც 1993 წლის 27 სექტემბერს ქართველი სამხედრო ტყვეები დახვრიტეს. თბილისში ამ ჯგუფის არამხოლოდ კონცერტი არ უნდა დაუშვან, არამედ უნდა დააკავონ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის დარღვევისთვის“, - ამბობს ბლოგერი გიორგი ჯახაია.
Bi-2-ის მიერ გავრცელებული ანონსის მიხედვით, ჯგუფი მსოფლიო ტურნეს სახელწოდებით „ალილუა“ იწყებს, რომლის ფარგლებშიც 10 მარტს მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში გამოვა, 17 მარტს - სომხეთის დედაქალაქ ერევანში, 19 მარტს კი თბილისში.
ვებ-გვერდი tkt.ge, სადაც კონცერტის ბილეთები იყიდება, ჯგუფს და დაგეგმილ კონცერტს ასე წარადგენს: „ახალ სიმღერებთან ერთად ჯგუფი კონცერტებზე სხვადასხვა პერიოდის ჰიტებსაც შეასრულებს - «Молитва», «Скользкие улицы», «Моя любовь», «Варвара», «Мой рок-н-ролл», «Серебро», «Полковнику никто не пишет» და სხვა სიმღერები. Bi-2-ის ახალი ალბომი Hallelujah არის 10 ტრეკი, რომლებშიც მწუხარების გრძნობასთან და გაუგებრობის შიშთან ერთად, შეუძლებელია არ განიმსჭვალოთ მუსიკოსების სურვილით, დარჩნენ თავიანთი იდეალების ერთგული. სიყვარული. ღირსება. თავისუფლება. რა რჩება მღელვარე სამყაროში, რომელიც კატასტროფის ზღვარზეა“.
„ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ იქნა მიღებული, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში შესვლა დაშვებულია მხოლოდ ზუგდიდის და გორის მუნიციპალიტეტების მხრიდან. ამ წესის დარღვევა ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 2-დან 4 წლამდე.
ამ თემაზე:
ოკუპაციის შესახებ კანონის დამრღვევმა რუსულმა ჯგუფმა თბილისში კონცერტი გააუქმა
