რუსეთში ევროკავშირის 81 მედიასაშუალების მაუწყებლობა და მათ ვებგვერდებზე წვდომა შეიზღუდება. საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ სიაში მოხვდნენ გერმანული გამოცემები Der Spiegel, Die Zeit და Frankfurter Allgemeine Zeitung, ფრანგული საინფორმაციო სააგენტო Agence France-Presse, გაზეთები Le Monde და Liberation, ესპანური გაზეთები El Mundo, El Pais და სააგენტო EFE, იტალიური გაზეთები La Stampa და La Repubblica, ასევე გამოცემა Politico-ს ევროპული და ამერიკული ვერსიები.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „რეპრესიები რეორგანიზაციის სახელით“ - თელავის უნივერსიტეტიდან 5 პროფესორი გაათავისუფლეს
- 2 თავდაცვის ყოფილი მინისტრის მოადგილე და ნათესავი დააკავეს 1.3 მლნ-ის გაფლანგვის ბრალდებით
- 3 თეა წულუკიანი ნანუკა ჟორჟოლიანს ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივის
- 4 ნათესავებმა თბილისში იპოვეს ჩეჩნეთიდან ოჯახში ძალადობას გამოქცეული ქალი და მისი წაყვანა სცადეს
- 5 სტრასბურგის სასამართლომ გამოაქვეყნა კითხვები მზია ამაღლობელის საქმეზე
- 6 რუსეთი ალეკო ელისაშვილს დაუსწრებლად ასამართლებს უკრაინაში ბრძოლისთვის
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ შეზღუდვები ვრცელდება მედიასაშუალებებზე, „რომლებიც სისტემატურად ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიმდინარეობის შესახებ“.
„რუსულმა მხარემ არაერთხელ და სხვადასხვა დონეზე გააკეთა გაფრთხილება, რომ ევროკავშირში რუსი ჟურნალისტების პოლიტიკურად მოტივირებული შევიწროება და რუსული მედიის უსაფუძვლო აკრძალვები შეუმჩნეველი არ დარჩებოდა. თუ რუსულ მედიაზე შეზღუდვები მოიხსნება, რუსული მხარეც გადახედავს გადაწყვეტილებას“, - აღნიშნავენ რუსეთის საგარეო უწყებაში.
25 ივნისიდან ევროკავშირში დაიბლოკა წვდომა კიდევ ოთხ რუსულ პროპაგანდისტულ მედიასაშუალებაზე, ესენია: „რია ნოვოსტი“, „ევროპის ხმა“, „იზვესტია“ და „როსიისკაია გაზეტა“. ევროკავშირის საბჭოს განცხადებით, აღნიშნული მედიასაშუალებები რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობის მუდმივი პირდაპირი თუ არაპირდაპირი კონტროლის ქვეშ არიან, მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის მხარდაჭერაში, ასევე, მეზობელი ქვეყნების დეტაბილიზაციაში.
მას შემდეგ, რაც 2022 წლის თებერვალში რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი წამოიწყო, ევროკავშირმა თავის ტერიტორიაზე კრემლის პროპაგანდისტული მედიასაშუალებების - Russia Today-სა და Sputnik-ის მუშაობა შეაჩერა.
