მოსკოვის ბასმანის სასამართლომ დაუსწრებლად მიუსაჯა პატიმრობა უკრაინის მხარეს მებრძოლ ქართველ მოხალისე ქალს, რუსუდან ივანეიშვილს. რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს მოქალაქეს „შეიარაღებულ კონფლიქტში დაქირავებულ მებრძოლად მონაწილეობას“ ედავება და მასზე ძებნა აქვს გამოცხადებული.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 დღეიდან საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ჯარიმები გაიზარდა
- 2 ცოტნე ივანიშვილი: ვგმობ ძალადობას, ეს ყველაფერი ასე არ უნდა მომხდარიყო
- 3 თავდაცვის ყოფილ მინისტრს 10 წლით პატიმრობა მიესაჯა
- 4 უკრაინაში 39 წლის ქართველი მებრძოლი, ნიკა მაჭარაშვილი დაიღუპა
- 5 აზერბაიჯანის ხელისუფლება მთიან ყარაბაღში სომხურ ეკლესიებს ანგრევს
- 6 მეუფე შიოს პატრიარქად არჩევა საშიშია საქართველოს ეკლესიისთვის – მეუფე ზენონი
„გამოძიების შუამდგომლობა რ. ივანეიშვილის დაუსწრებლად დაპატიმრების თაობაზე დაკმაყოფილდა 2024 წლის 11 ივნისს“, - განაცხადეს სასამართლოში.
რუსეთის სახელმწიფო მედია წერს, რომ 1995 წელს დაბადებული რუსუდან ივანეიშვილი ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათიდანაა, საქართველოს თავდაცვის ძალებში ირიცხებოდა და სნაიპერის მომზადება გაიარა, 2016 წელს კი მონაწილეობდა ავღანეთში NATO-ს ოპერაცია „გადამწყვეტ მხარდაჭერაში“. რუსული მედიის ცნობით, 2022 წელს რუსუდან ივანეიშვილი უკრაინაში ჩავიდა, „ქართულ ლეგიონში“ გაწევრიანდა და რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლებში მონაწილეობდა.
რუსუდან ივანეიშვილი უკრაინაში ქმართან, გელა ბეგლარაშვილთან ერთად იბრძვის. ისინიც იყვნენ იმ ოთხ ქართველს შორის, რომლებიც 2022 წლის 26 აპრილს, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად გამოჩენილი პირადი გამბედაობისა და სიმამაცისთვის დააჯილდოვა.
ბოლო თვეებში, რუსეთის სამსართლომ დაუსწრებლად შეუფარდა პატიმრობა უკრაინაში მებრძოლ საქართველოს რამდენიმე მოქალაქეს, მათ შორის, „ქართული ლეგიონის“ მეთაურს მამუკა მამულაშვილსა და მის მოადგილეს, ლევან ფიფიას, ასევე, ლეგიონის წევრს, გვანცა გელაშვილს.
2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ, უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგად, 60-ზე მეტი ქართველი მებრძოლი დაიღუპა.
