მოსკოვის ბასმანის რაიონულმა სასამართლომ უკრაინის მხარეს მებრძოლ საქართველოს მოქალაქეს, „ქართული ლეგიონის“ მეთაურს, მამუკა მამულაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მზია ამაღლობელის მესამე სარჩელი სტრასბურგში პოლიციის მხრიდან სასტიკ მოპყრობას ეხება
- 2 კობახიძე ეთნიკური ქართველებისთვის მოქალაქეობის მიღების გამარტივებას აანონსებს
- 3 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტი 1-ელი აპრილიდან აიკრძალება
- 4 6 წელზე ძველი მანქანების იმპორტი აღარ აიკრძალება - განბაჟების ტარიფი 6-ჯერ იზრდება
- 5 ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის სიკვდილი დადასტურდა
- 6 მოზარდზე ძალადობისთვის გლდანი-ნაძალადევის პოლიციის უფროსის მოადგილე დააკავეს
სააგენტო TASS-ის ინფორმაციით, პატიმრობის ვადის ათვლა დაიწყება რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მამულაშვილის ექსტრადიციის ან დაკავების მომენტიდან.
„მამულაშვილზე ფედერალური და საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული. მას ბრალად ედება დაქირავებული საქმიანობა და სიძულვილის გაღვივება მედიის გამოყენებით“, - ამბობს TASS-ის რესპოდენტი.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი მამუკა მამულაშვილს უკრაინის ტერიტორიაზე შეიარაღებული ფორმირების შექმნასა და ხელმძღვანელობას, ასევე, „ქართული ლეგიონის“ და სხვა უკრაინული შეიარაღებული ფორმირებების საქმიანობაში საქართველოს სულ მცირე 24 მოქალაქის ჩართვას ედავება. გარდა ამისა, საგამოძიებო კომიტეტში განაცხადეს, რომ ინტერნეტში იძებნება მამულაშვილის ინტერვიუ, სადაც ის რუსი ჯარისკაცების განადგურების მოწოდებით გამოდის.
გამოძიების ინფორმაციით, იდენტიფიცირებულები არიან „ქართული ლეგიონის“ საქმიანობაში მონაწილე სხვა პირებიც, რომლებიც უკრაინაში რუსეთის შერაღებული ძალების წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობენ.
რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქართული ლეგიონის“ მეთაურზე ძებნა 2023 წლის ოქტომბერში გამოაცხადა. მანამდე, მამუკა მამულაშვილი და ლეგიონის 70-ზე მეტი წევრი დაუსწრებლად მისცეს სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში.
რუსეთს ძებნა საქართველოს სულ მცირე 100 მოქალაქეზე აქვს გამოცხადებული. 2024 წლის თებერვალში დამოუკიდებელმა რუსულმა გამოცემამ, „მედიაზონამ“ გამოაქვეყნა შინაგან საქმეთა სამინისტრო ბაზა, რომლის მიხედვითაც, ძებნილთა შორის არიან საქართველოს პარლამენტის წევრი ალექსანდრე ელისაშვილი, „ანტისაოკუპაციო მოძრაობის“ ლიდერი დავით ქაცარავა, ადვოკატი ბექა ბასილაია და საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი. ოთხივე მათგანი სხვადასხვა დროს უკრაინაში იბრძოდა. რუსეთი ეძებს ამჟამადაც უკრაინაში მყოფ ქართველ მებრძოლს ვანო ნადირაძეს და სამხედრო მედდას, ქეთი ლეშკაშელსაც.
ამ თემაზე:
აზოვსტალის მცველს, 22 წლის მამუკა გაწერელიას ოკუპირებულ დონეცკში სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს
