მოსკოვის ბასმანის სასამართლომ უკრაინის მხარეს მებრძოლი „ქართული ლეგიონის“ მეთაურის მოადგილეს, ლევან ფიფიას აღკვეთის ღონისძიებს სახით ორთვიანი პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ნარკოტიკების ზედოზირებას თბილისში კიდევ 3 ახალგაზრდა ემსხვერპლა
- 2 ვლადიკავკაზში ქორწილის მონაწილეები საქართველოს დროშების გამოყენებისთვის დააპატიმრეს
- 3 ქართველი სამხედრო მფრინავი ზვიად ბექაური დაიღუპა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში
- 4 დამოუკიდებელი მედიების რედაქტორები ელისო კილაძის საქმის განხილვის საჯაროობას ითხოვენ
- 5 პანკისში მალხაზ მაჩალიკაშვილის ავტომობილი დააზიანეს
- 6 „სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ისრაელს“ - ფონიჭალის მეჩეთმა მოჯთაბა ხამენეის მიმართვა გააზიარა
რუსეთის ხელისუფლება ფიფიას ბრალს სდებს სისხლის სამართლის კოდექსის 359-ე მხულის მე-3 ნაწილით, რაც შეიარაღებულ კონფლიქტში ან საომარ მოქმედებებში დაქირავებული ჯარისკაცის მონაწილეობას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
ლევან ფიფიაზე საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული. სასამართლოს დადგენილების მიხედვით, წინასწარი პატიმრობის ვადა მისი რუსეთში ექსტრადიციის ან რუსეთის ტერიტორიაზე დაკავების მომენტიდან აითვლება.
ლევან ფიფია ოკუპირებულ აფხაზეთში, ოჩამჩირეშია დაბადებული. ის უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ 2016 წლიდან იბრძვის.
„ქართული ლეგიონი“ მოხალისეობრივი სამხედრო დანაყოფია, რომელიც 2014 წელს უკრაინაში რუსეთის აგრესიის დაწყებისას შეიქმნა. ის უცხოელი მებრძოლებისგან შემდგარი ყველაზე დიდი ფორმირებაა უკრაინის შეიარაღებულ ძალებში. ჯგუფის დამფუძნებელი და მეთაური მამუკა მამულაშვილია.
2023 წლის ივლისში რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ მამუკა მამულაშვილი და „ქართული ლეგიონის“ 70-ზე მეტი წევრი დაუსწრებლად მისცა სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში. 2024 წლის თებერვლის ბოლოს ბასმანის სასამართლომ მამუკა მამულაშვილს წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.
