თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხოდაშენში, მე-16 საარჩევნო უბანთან, ტელეკომპანია „პირველის“ გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ და ტექნიკა დაუმტვრიეს. ჟურნალისტ მარიამ მაკასარაშვილის თქმით, ის და ოპერატორი ნუკრი ქაფიაშვილი თავდასხმის სამიზნე მას შემდეგ გახდნენ, რაც საარჩევნო უბანთან მობილიზებული პირების მიერ ამომრჩეველზე ზეწოლის და მოსყიდვის ფაქტები გადაიღეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რიჟვაძის საქმეზე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ალექსი ახვლედიანი დააკავეს
- 2 მზია ამაღლობელს ერთ თვალში მხედველობა 10 %-მდე შეუმცირდა, მეორეში - 0,04 %-ია - ადვოკატი
- 3 პაპუაშვილი არჩევნებზე წალენჯიხის მერიის განცხადებას „საბოტაჟს“ უწოდებს
- 4 ივანიშვილ-კუპრაშვილის ბიურომ რუსული კანონების აღსრულება დაიწყო - არასამთავრობოები
- 5 სასამართლომ ნიკა გვარამიას პატიმრობა შეუფარდა
- 6 სტიკერის გაკვრაზე მზია ამაღლობელი მეორედ გაასამართლეს და 1000 ლარით დააჯარიმეს
„ჩვენ გადავიღეთ კადრები, თუ როგორ დადიოდნენ საარჩევნო უბანზე სიებით და როგორ არიგებენ ფულს. ის ადამიანი, რომელიც თავს დაგვესხა წყობიდან გამოვიდა ამის გამო. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს მივაწოდეთ დეტალური ინფორმაცია, თუ როგორ ვითარდებოდა ამ საარჩევნო უბანზე პროცესები. ის ადამიანი, რომელიც მე და ჩემს ოპერატორს თავს დაგვესხა, გაგვინადგურა ტექნიკა, ამ დრომდე აქ რჩება. ამის შესახებ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს ვაცნობე, თუმცა არანაირი რეაგირება არ ჰქონიათ და დატოვეს ტერიტორია. ერთ საათზე მეტია კრიმინალურ პოლიციას ველოდებით“, - განაცხადა მარიამ მაკასარაშვილმა.
შემთხევის ადგილზე სასწარაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის გამოძახება გახდა საჭირო. როგორც მარიამ მაკასარაშვილი ამბობს, ოპერატორს დაზიანებები სახეში აქვს მიყენებული და პირველადი დახმარება გაეწია.
დღეს, ახმეტის მუნიციპალიტეტში, მატნის მე-11 საარჩევნო უბანში თავს დაესხნენ არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო ადვოკატირების ცენტრის“ დამკვირვებლებს. ჟურნალისტ გელა მთივლიშვილის თქმით, მასსა და ორგანიზაციის იურისტ ვლადიმერ ქუთათელაძეზე თავდასხმა მას შემდეგ მოხდა, რაც უბნის შესასვლელიდან და მიმდებარე ტერიტორიიდან ე.წ. მაყურებლებისა და „ქართული ოცნების“ კოორდინატორთა გასვლა მოითხოვეს.
