ახმეტის მუნიციპალიტეტში, მატნის მე-11 საარჩევნო უბანში თავს დაესხნენ არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო ადვოკატირების ცენტრის“ დამკვირვებლებს. ჟურნალისტ გელა მთივლიშვილის თქმით, მასსა და ორგანიზაციის იურისტ ვლადიმერ ქუთათელაძეზე თავდასხმა მას შემდეგ მოხდა, რაც უბნის შესასვლელიდან და მიმდებარე ტერიტორიიდან ე.წ. მაყურებლებისა და „ქართული ოცნების“ კოორდინატორთა გასვლა მოითხოვეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 2 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 3 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 4 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 5 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 6 ტაილანდელი იუთუბერი საქართველოში გარდაცვლილი იპოვეს
„საარჩევნო უბანში თავს დაგვესხნენ, სავარაუდოდ, უბნის მაყურებლები, როცა შესასვლელიდან და მიმდებარე ტერიტორიიდან მათი და “ქართული ოცნების” კოორდინატორების გასვლა მოვითხოვეთ. დღეს მეც და ლადოც დამკვირვებლების სტატუსით ვმუშაობთ. ტელეფონი წაგვართვეს, რის გამოც პირველი ინციდენტი ვერ გადავიღეთ. ტელეფონის დაბრუნების შემდეგაც გადაღებაში ხელი შეგვიშალეს, დაგვარტყეს, მოგვაფურთხეს და გვაგინეს“, - ამბობს გელა მთივლიშვილი.
„სამოქალაქო ადვოკატირების ცენტრის“ დამკვირვებლებმა დარღვევა დააფიქსირეს ახმეტის 1-ელ საარჩევნო უბანზეც, სადაც ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვას ჰქონდა ადგილი. მათი ინფორმაციით, შეესწრნენ ფაქტს, როგორ გადასცა „ქართული ოცნების“ კოორდინატორმა ერთ-ერთ ამომრჩეველს ფული. გელა მთივლიშვილის თქმით, 112-ზე დარეკა, თუმცა რეაგირება არ ყოფილა.
მსგავს თემაზე:
ISFED-ის ცნობით, ტყიბულის, ახმეტის და ჩუღურეთის უბნებზე მოსყიდვის 3 ფაქტი დაფიქსირდა
