საქართველოს პარლამენტის აპარატმა, „ქართული ოცნების“ დეპუტატ ელისო ბოლქვაძისთვის შეკითხვების დასმის შემდეგ, აკრედიტაცია ტელეკომპანიების - „მთავარი არხის“ და „პირველის“ ჟურნალისტებს ერთი თვით შეუჩერა. გუშინ ცნობილი გახდა, რომ აკრედიტაცია შეუჩერდა „ფორმულას“ ჟურნალისტს, სოფიო გოზალიშვილს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 3 დამოუკიდებელი მედიების რედაქტორები ელისო კილაძის საქმის განხილვის საჯაროობას ითხოვენ
- 4 მძღოლს, რომელმაც გორში ავარიით დედა-შვილი იმსხვერპლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა
- 5 ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს ლაშა ფურცხვანიძე, რომელმაც 13 წლის ბავშვი იმსხვერპლა
- 6 „სააფთიაქო ნარკომანიის“ საქმეზე დააპატიმრეს ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე
პარლამენტის აპარატი განმარტავს, რომ აკრედიტაციის შეჩერების საფუძველი პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მიერ 6 თებერვალს გამოცემული ბრძანების ის მუხლია, რომლის მიხედვითაც ჟურნალისტი ვალდებულია, „პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმის შემთხვევაში, შეწყვიტოს ინტერვიუ“.
ჟურნალისტებმა თათია წოწონავამ და რუსუდან დუმბაძემ 6 აპრილს „ქართული ოცნების“ წევრს და პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს, ელისო ბოლქვაძეს პირდაპირ ეთერში ჩართვის დროს ჰკითხეს, რა რეაქცია ჰქონდა, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ქართველი მოსამართლეების დასანქცირებასთან დაკავშირებით. ბოლქვაძემ, რომელიც ინტერვიუს ჩაწერის დროს ლიფტთან იდგა, თქვა, რომ „ასეთ ფორმატში“ ინტერვიუს არასოდეს მისცემდა. მოგვიანებით, მან „პირველის“ ჟურნალისტს უთხრა, რომ ამ ტელეკომპანიის მაყურებელს არ ცნობს. იმავე დღეს, პარლამენტის აპარატმა ჟურნალისტებს და ოპერატორებს აკრედიტაცია შეუჩერა.
„აპარატი ეყრდნობა ღია წყაროებში არსებულ მტკიცებულებებს, მათ შორის, ეთერში გაშვებულ მასალას. არაფერ შუაში არ არის კითხვის შინაარსი. საუბარია იმაზე, რომ არ შეიძლება რესპონდენტების დევნა. თუკი რესპონდენტს არ სურს ინტერვიუ, ეს ინტერვიუ უნდა შეწყდეს. მოგიწოდებთ, გამოყავით ორი წუთი და წაიკითხეთ ეს წესები“, - უთხრა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს.
მედიის ადვოკატირების კოალიციის შეფასებით, პარლამენტის აპარატის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სადამსჯელო ხასიათს ატარებს, ზღუდავს განსხვავებულ აზრის გამოხატვისა და მმართველი პარტიის წარმომადგენლებისთვის კრიტიკული კითხვების დასმის შესაძლებლობას. კოალიცია მოუწოდებს პარლამენტს, სასწრაფოდ აღუდგინოს ტელეკომპანიების თანამშრომლებს აკრედიტაცია და შეწყვიტოს ამ ფორმით კრიტიკულ მედიაზე დამატებითი ზეწოლის ახალი, მანკიერი პრაქტიკის დამკვიდრება.
