ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებ მოსახლეობას 9 იანვრიდან ელექტროენერგია დღეში სამჯერ ორ-ორი საათით შეუწყდება. კომპანია „ჩერნომორენერგო“ ამ გადაწყვეტილებას ეკონომიის აუცილებლობით ხსნის.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 2 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 3 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 4 თბილისში გარდაცვლილი ტაილანდელი იუთუბერის ოჯახი სუიციდის ვერსიას უარყოფს
- 5 თბილისში პატრულ-ინსპექტორი, 37 წლის გოჩა არველაძე გარდაცვლილი იპოვეს
- 6 პუტინმა 2026-2030 წლებში ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
„რუსეთის ფედერაციიდან ელექტროენერგიის სოციალური ნაკადის ეკონომიის აუცილებლობის გამო, 2025 წლის 9 იანვრიდან ელექტროენერგიის მიწოდებაზე ახალი შეზღუდვები ამოქმედდება. ამ ზომების მიზანია ენერგორესურსების გამოყენების ოპტიმიზაცია და ქვეყნის ენერგეტიკული სისტემის სტაბილური ფუნქციონირების უზრუნველყოფა“, - ნათქვამია კომპანიის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში.
დეკემბერში ოკუპირებული აფხაზეთი მძიმე ენერგეტიკული და ეკონომიკური კრიზისის წინაშე აღმოჩნდა. მას შემდეგ, რაც ნოემბერში გამართულ საპროტესტო აქციებს რუსეთთან გაფორმებულ საინვესტიციო შეთანხმებაზე უარის თქმა მოჰყვა, მოსკოვმა სოხუმს დაფინანსება ნაწილობრივ შეუწყვიტა და ელექტროენერგიის კომერციულ ფასებში ყიდვა მოსთხოვა.
11 დეკემბრიდან ოკუპირებული რეგიონის მოსახლეობას ელექტროენერგია დღის განმავლობაში მხოლოდ ორჯერ, 80-80 წუთით მიეწოდებოდა. უდენობის გამო დაიხურა სკოლები და საბავშვო ბაღები, ხოლო საავადმყოფოები გენერატორებით მუშაობდნენ. მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ნავთზე მომუშავე ღუმელების გამოყენება დაიწყო.
23 დეკემბერს რუსეთმა დააკმაყოფილა დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ბადრა გუნბას მიმართვა ელექტროენერგიის სოციალურ მიწოდებაზე, რის შემდეგაც მოსახლეობას დენი 4 საათით უწყდებოდა. „ჩერნომორენერგოს“ გენერალური დირექტორი თემურ ჯინჯოლია განმარტავდა, 327 მლნ კვტ/სთ, რომელის მიღებასაც რუსეთიდან შეღავათიან ფასად ელიან, ოთხსაათიანი გათიშვის პირობებში, იანვარსა და თებერვლის განმავლობაში საკმარისი უნდა ყოფილიყო.
