აფხაზეთში ენგურის ჰიდროელექტროსადგურის მუშაობა „იძულებით“ შეაჩერეს, რის შედეგადაც ოკუპირებულ რეგიონის მთელ ტერიტორიაზე ელექტროენერგია გაითიშა. კომპანია „ჩერნომორენერგოს“ განცხადებით, ავარიული გამორთვა წყალსაცავში წყლის კრიტიკულ დონესა და წყლის არასაკმარის შემოდინებას უკავშირდება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტი 1-ელი აპრილიდან აიკრძალება
- 2 „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე კიდევ ერთი პირი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს
- 3 18 წლის ბიჭის მკვლელობისთვის ივანე გიგლემიანს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს
- 4 ტელეკომპანია „იმედი“ 1000 ლარად კომპანია „პრაიმ მედია გლობალმა“ იყიდა
- 5 მოზარდზე ძალადობისთვის გლდანი-ნაძალადევის პოლიციის უფროსის მოადგილე დააკავეს
- 6 ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის სიკვდილი დადასტურდა
„ადრე სადგური საათში 160 მეგავატამდე სიმძლავრეს აწარმოებდა. ტექნიკური ცვლილებების გამო, ამჟამინდელი მაქსიმალური სიმძლავრე 90 მგვტ/სთ-ია. ამ მონაცემებზე დაყრდნობით, ცვლილებები შევიდა სადგურის მუშაობის რეჟიმსა და ელექტროენერგიის მიწოდების განრიგში“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
11 დეკემბრიდან ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრებ აბონენტებს დღის განმავლობაში, 07:00-დან 21:00-მდე, ელექტროენერგიას ჯამში დაახლოებით 3 საათით (1 საათითა და 24 წუთით ორჯერ) ჩაურთავენ, ხოლო 21:00-დან 07:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდების გრაფიკი უცვლელი დარჩება. „ჩერნომორენერგო“ აბონენტებს ეკონომიისკენ მოუწოდებს.
ელექტოენერგიის მიწოდების პრობლემამ შეაფერხა სკოლებისა და საბავშვო ბაღების მუშაობა. ქალაქებისა და რაიონების ე.წ. ხელმძღვანელებს მიეცათ უფლება, დამოუკიდებლად მიიღონ გადაწყვეტილება სასწავლო დაწესებულებების მუშაობის საათებთან დაკავშირებით.
დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ბადრა გუნბამ ფინანსთა სამინისტროს დაავალა მიიღოს ზომები საავადმყოფოებისთვის საწვავის მიწოდების მიზნით. მისი თქმით, სამედიცინო დაწესებულებების უწყვეტი ელექტროენერგიით უზრუნველსაყოფად დღეში მინიმუმ ხუთი ტონა საწვავი იქნება საჭირო.
ოკუპირებული რეგიონი წლის განმავლობაში „ენგურჰესის“ მიერ გამომუშავებული ენერგიის 40%-ს უფასოდ იღებს. წყლის დაბალი დონით გამოწვეული ენერგიის დეფიციტის გამო, 1-ელი ნოემბრიდან აფხაზეთმა ელექტროენერგიის რუსეთისგან შესყიდვა დაიწყო და დენის მიწოდებაზე ოთხსაათიანი შეზღუდვა აამოქმედა. შეთანხმების თანახმად, ნოემბერსა და დეკემბერში ოკუპირებულმა აფხაზეთმა რუსეთისგან კომერციულ ფასად 180 მილიონი კილოვატ/საათი ელექტროენერგია უნდა იყიდოს.
