სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, „მთავარი არხის“ ჟურნალისტსა და ოპერატორზე ძალადობისთვის ორი პირი დააკავა. გუშინ, 25 ივლისს, ლადო მენაბდე და მანუჩარ მჟავანაძე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტ სოფელ სუფსაში რეპორტაჟზე მუშაობდნენ, როდესაც უცნობები თავს დაესხნენ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 დღეიდან საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ჯარიმები გაიზარდა
- 2 თავდაცვის ყოფილ მინისტრს 10 წლით პატიმრობა მიესაჯა
- 3 უკრაინაში 39 წლის ქართველი მებრძოლი, ნიკა მაჭარაშვილი დაიღუპა
- 4 აზერბაიჯანის ხელისუფლება მთიან ყარაბაღში სომხურ ეკლესიებს ანგრევს
- 5 მეუფე შიოს პატრიარქად არჩევა საშიშია საქართველოს ეკლესიისთვის – მეუფე ზენონი
- 6 Facebook-ზე პოლიციელების შესახებ პოსტის გამო მოქალაქე 15 დღით დააპატიმრეს
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ტელეკომპანიის თანამშრომლებს სიტყვიერი ფიზიკური შეურაცხყოფა სუფსაში მცხოვრებმა ძმებმა მიაყენეს.
„ბრალდებულმა ვ.ი-მ, მათ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. ამავე დროს ჟურნალისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ვ.ი-ს ძმამ ა.ი-მ, რომელმაც რამდენჯერმე დაარტყა მუშტი თავისა და სახის არეში, რის შედეგადაც ვლადიმერ მენაბდემ განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო დაზიანება ტუჩის არეში. ა.ი-მ ასევე დააზიანა ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ვიდეო კამერა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ჟურნალისტსა და ოპერატორს“, - განაცხადეს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში.
ძმები სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით არიან დაკავებულები, რაც გულისხმობს ადამიანის დევნას მის პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ძალადობით ან ძალადობის მუქარით. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოკითხვის შემდეგ ლადო მენაბდემ განაცხადა, რომ მუხლის დამძიმების მოლოდინი აქვს, რადგან „საქმე გვაქვს ძალადობასთან და ასევე, სხვისი ქონების დაზიანებასთან“.
