ლანჩხუთის მუნიციპალიტის სოფელ სუფსაში ტლეკომპანია „მთავარის“ კორესპონდენტს, ლადო მენაბდესა და ოპერატორს, მანუჩარ მჟავანაძეს თავს დაეხნენ. ამის შესახებ ინფორმაცია „მთავარმა არხმა“ გაავრცელა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 დღეიდან საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ჯარიმები გაიზარდა
- 2 ცოტნე ივანიშვილი: ვგმობ ძალადობას, ეს ყველაფერი ასე არ უნდა მომხდარიყო
- 3 თავდაცვის ყოფილ მინისტრს 10 წლით პატიმრობა მიესაჯა
- 4 უკრაინაში 39 წლის ქართველი მებრძოლი, ნიკა მაჭარაშვილი დაიღუპა
- 5 აზერბაიჯანის ხელისუფლება მთიან ყარაბაღში სომხურ ეკლესიებს ანგრევს
- 6 მეუფე შიოს პატრიარქად არჩევა საშიშია საქართველოს ეკლესიისთვის – მეუფე ზენონი
ტელეკომპანიის ცნობით, გადამღები ჯგუფი სუფსაში სიუჟეტს ამზადებდა და თავდასხმამდე ცოტა ხნით ადრე, პოლიციის განყოფილებასთან მუშაობდა.
„ცენტრში ვიდექით. ჯერ ერთი ადამიანი მოვიდა ავტომანქანით, მოგვაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, დაიწყო გინება „მთავარი არხის“, შემდეგ კი გარკვეული პირების მისამართით. არ მივაქციეთ ყურადღება, რადგან მივხვდით, რასთანაც გვქონდა საქმე. შემდეგ მანქანიდან გადმოვიდა და ჩვენი გინება დაიწყო. ამასაც რომ არ მივაქციეთ ყურადღება, მოვიდა, შემაფურთხა სახეში და დამარტყა. მოვკიდე ხელი და მივაბრუნე მანქანისკენ. ამ დროს ოთხი ადამიანი დაგვეხსა თავს. ეტყობა, ისინი მზად იყვნენ მოვლენების განვითარებისთვის. მოგვაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა და კამერაც დაამსხვრიეს“, - ამბობს ლადო მენაბდე.
„მთავარი არხის“ კორესპონდენტი ამბობს, რომ თავდამსხმელებმა დაზიანება თავის არეში მიაყენეს, რის გამოც სასწარაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახა.
