ჭიათურელი მაღაროელები მირზა ლოლაძე და ტარიელ მიქაცაძე შიმშილობის მე-16 დღეს საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 3 დამოუკიდებელი მედიების რედაქტორები ელისო კილაძის საქმის განხილვის საჯაროობას ითხოვენ
- 4 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
- 5 მძღოლს, რომელმაც გორში ავარიით დედა-შვილი იმსხვერპლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა
- 6 ნატა ვიბლიანის გაუპატიურების ერთი ეპიზოდი მამის საფლავზე მოხდა - ადვოკატი
დღეს, მშრალი შიმშილობის მეორე დღეს, მირზა ლოლაძისთვის სასწრაფო დახმარების ბრიგადა ორჯერ გამოიძახეს. ის უარს ამბობდა ნებისმიერი სახის სამედიცინო დახმარების მიღებაზე, თუმცა ჯანმრთელობის დამძიმებული მდგომარეობის გამო, კარვიდან საკაცით გაიყვანეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს.
კიდევ უფრო დამძიმდა ტარიელ მიქაცაძის მდგომარეობა. მაღაროელების თქმით, ის მესამე დღეა სითხეს არ იღებს და სისხლში შაქრის დონე კრიტიკულ ნიშნულზე აქვს. მიქაცაძე შეუძლოდ გუშინაც გახდა, დღეს კი მისი საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო.
“ჩვენი მთავრობა ახლა ბიზნესთან მართავს შეხვედრას. ეს მშრომელების დაცინვაა და მეტი არაფერი. ბიზნეს ხვდება და მშრომელებს არა, არ არის საჭირო ეს ხალხი, ბიზნესია მთავარი, მშრომელი არ სჭირდება ამ ბიზნესს. როდემდე უნდა გაგრძელდეს ასეთი უპატივცემულობა მშრომელების, დასაქმებულების, საქართველოს მოქალაქეების?! რაღაც საზღვარი ხომ არსებობს?!”, – ამბობს პროტესტის ერთ-ერთი მონაწილე “მაღაროელის” Facebook-ის გვერდზე გავრცელებულ ვიდეოში.
დღეს, უწყვეტი პროტესტის 127-ე დღეს, ჭიათურელმა მაღაროელებმა საჯაროდ გაავრცელეს წერილი, რომლის ადრესატი “ქართული ოცნების” მთავრობის მეთაურია. ისინი ირაკლი კობახიძეს სთავაზობენ, საკითხით “პირადად დაინტერესდეს” და პროტესტის მონაწილეებს შეხვდეს. მაღაროელების მიმართვას “ქართული ოცნებიდან” არავინ გამოხმაურებია.
7 მაღაროელი უწყვეტი აქციის ოთხი მონაწილის – მერაბ სარალიძის, გიორგი ნეფარიძის, არჩილ ჭუმბურიძისა და თენგიზ გველესიანის – პატიმრობიდან გათავისუფლების მოთხოვნით შიმშილობს. უცვლელი რჩება “ჯორჯიან მანგანეზიდან” უკანონოდ გათავისუფლებულების სამსახური აღდგენის მოთხოვნაც. პირი აქვს ამოკერილი სამ მაღაროელს, მირზა ლოლაძეს, გოგა აბესაძესა და შავლეგ გოგსაძეს.
