„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის 11 ნიოემბრის ბრძანებით, ლერი ბარნაბიშვილი ფინანსთა მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა. სამინისტროში აცხადებენ, რომ ბარნაბიშვილმა პოსტი „პირადი განცხადების საფუძველზე“ დატოვა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ვლადიკავკაზში ქორწილის მონაწილეები საქართველოს დროშების გამოყენებისთვის დააპატიმრეს
- 2 ქართველი სამხედრო მფრინავი ზვიად ბექაური დაიღუპა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში
- 3 დამოუკიდებელი მედიების რედაქტორები ელისო კილაძის საქმის განხილვის საჯაროობას ითხოვენ
- 4 „სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ისრაელს“ - ფონიჭალის მეჩეთმა მოჯთაბა ხამენეის მიმართვა გააზიარა
- 5 ზახაროვა თბილისში რუსული ენის დღის საპროტესტო აქციის მონაწილეების დასჯას ითხოვს
- 6 „სააფთიაქო ნარკომანიის“ საქმეზე დააპატიმრეს ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე
ბოლო პერიოდში, მთავრობის ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე საკადრო ცვლილებების შესახებ ირაკლი კობახიძის რამდენიმე ბრძანება გამოქვეყნდა:
- იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა ირაკლი ხმალაძე;
- შინაგან საქმეთა მინისტროს მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა გიორგი ბუთხუზი;
- კულტურის მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა ბექა დავითულიანი. ის თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილედ გადაიყვანეს.
ლერი ბარნაბიშვილი ფინანსთა მინისტრის მოადგილედ 2024 წლის მარტში, კობახიძემ დანიშნა. იქამდე, 2021 წლიდან სამი წლის განმავლობაში, ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის დროს, ის მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას იკავებდა.
2020 წელს ლერი ბარნაბიშვილი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს ხელმძღვანელობდა, 2015-2019 წლებში ფინანსთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა, ხოლო 2013-2015 წლებში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილე იყო.
