საქართველოს ტერიტორიაზე მომხმარებლის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის, დარღვევის პრევენციისა და დარღვეული უფლებების აღდგენის ხელშეწყობის, სათანადო რეაგირების მიზნით, კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, 1-ელი ნოემბრიდან, განაცხადების მიღება და განხილვა დაიწყო.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 აზიის განვითარების ბანკმა არ დააკმაყოფილა საჩივარი ხარაგაულის დამეწყრილი სოფლებიდან
- 2 კადიროვმა თქვა, რა უშლის ხელს ითუმ-კალი – შატილის გზის მშენებლობას
- 3 სასამართლომ „ლუკოილ ჯორჯიას“ მითვისებული საწვავის დაბრუნება დაავალა
- 4 პაპუაშვილი: ამ ომს ნამდვილად ჰყავს ორი დამარცხებული - უკრაინა და ევროკავშირი
- 5 საქსტატის თანახმად, საქართველოში საშუალო ხელფასი 2271 ლარია
- 6 სუს-ის ყოფილი უფროსის ნათესავი ბიჭიკო პაიკიძე ესპანეთში დააკავეს
სააგენტოსთვის განცხადებით მიმართვის უფლება ნებისმიერ პირს აქვს. სააგენტო შეისწავლის ისეთ ფაქტებს, რომელმაც გამოიწვია ან შესაძლოა გამოიწვიოს მომხმარებელთა ჯგუფის ინტერესების დარღვევა.
თუ მომხმარებელმა ნაკლი საქონლის მფლობელობაში მიღებიდან 6 თვის განმავლობაში აღმოაჩინა, მტკიცების ტვირთი ეკისრება მოვაჭრეს, ხოლო 6 თვის შემდეგ ნაკლის აღმოჩენის შემთხვევაში - მტკიცების ტვირთი ეკისრება მომხმარებელს.
ახალი კანონის თანახმად, შემოდის 14 დღიანი უპირობო დაბრუნების წესი, რომელიც მხოლოდ ონლაინვაჭრობას ეხება.
რაც შეეხება პროცედურულ ნაწილს - დარღვევის ფაქტის დადგენის შემთხვევაში, სააგენტო მოვაჭრეს დარღვევის აღმოსაფხვრელად გონივრულ ვადას განუსაზღვრავს, ხოლო შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მოვაჭრეს ჯარიმა დაეკისრება.
კანონის შესაბამისად, მოვაჭრე ვალდებულია მომხმარებელს მიაწოდოს სრული და უტყუარი ინფორმაცია პროდუქტის სახეობაზე, მახასიათებლებზე, ვარგისიანობაზე და ა.შ. ასევე, უზრუნველყოს საქონელზე ან მომსახურებაზე გასაყიდი და ერთეულის ფასის მკაფიო, გასაგები ფორმით მითითება.
მოქმედებს ცხელი ხაზი - (032) 2 05 4422; 598 05 4422, სადაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს საშუალება აქვს დარეკოს და მისთვის მნიშვნელოვანი, საინტერესო ინფორმაცია მიიღოს.
მომხმარებლის უფლებების დაცვის კანონის მიზანია ქვეყანაში უზრუნველყოფილი იყოს მომხმარებელთა დაცვის მაღალი ხარისხი და ის საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმების ვალდებულების ნაწილია.
