„ქართული ოცნების“ მთავრობამ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიურ მართლმადიდებელ ეკლესიას თიანეთისა და სენაკის მუნიციპალიტეტებში, პირდაპირი მიყიდვის ფორმით, თითო-თითო ლარად უძრავი ქონება გადასცა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 2 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 3 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 4 თბილისში პატრულ-ინსპექტორი, 37 წლის გოჩა არველაძე გარდაცვლილი იპოვეს
- 5 პუტინმა 2026-2030 წლებში ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
- 6 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
28 ოქტომბრის განკარგულებაში, რომელსაც ხელს „ოცნების“ პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე აწერს, ნათქვამია, რომ საპატრიარქო დაბა თიანეთში 3415 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე მდგომ შენობა-ნაგებობას მიიღებს.
იმავე დღეს გამოცემული მეორე განკარგულების მიხედვით, სენაკში საპატრიარქოს საკუთრებაში გადაეცემა ჯამში 2188 კვ/მ უძრავი ქონება. 850, 500, 300 და 538 კვ/მ ნაკვეთები სოფელ სოფელ ლეძაძამეში მდებარეობს.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველწლიურად 25 მილიონი ლარით ფინანსდება. წელს, „ქართული ოცნების“ მთავრობის განკარგულებით, ეკლესიისთვის დამატებით 43 მილიონი ლარი გამოიყო.
