4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულთა რიცხვი „მნიშვნელოვნად გაიზრდება“. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სტრასბურგის სასამართლომ გელა მთივლიშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო
- 2 სუს-მა ძებნა გამოაცხადა ლილუაშვილის ნათესავსა და ვანში „ოცნების“ დეპუტატზე, ბიჭიკო პაიკიძეზე
- 3 გაგლოევმა „ძალოვნებს“ დაავალა 4 ოქტომბრის არჩევნების წინ ე.წ. საზღვარზე სიტუაცია გააკონტროლონ
- 4 გლდანის ციხის ყოფილი დირექტორი დავით გოგობერიშვილი გარდაცვლილი იპოვეს
- 5 კობახიძე: სასურველი არ არის, მოსწავლემ პირველივე კურსიდან უცხოეთში განაგრძოს სწავლა
- 6 ღარიბაშვილის, ლილუაშვილის და ფარცხალაძის სახლებში ჩხრეკა ჩატარდა
„რა თქმა უნდა, ეს რაოდენობა ლოგიკურად გაიზრდება. ჩვენ გავაფრთხილეთ ყველა, რომ გვაქვს იდენტიფიცირების ბევრად უფრო ფართო შესაძლებლობები. წინა შემთხვევაში, გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში მოხერხდა მხოლოდ მოძალადეების 3%-ის იდენტიფიცირება, მაშინ, როდესაც ხუთი დღის განმავლობაში გრძელდებოდა ძალადობრივი პროცესები.
ახლა ბევრად მაღალია მაჩვენებელი და ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზრდება. ბევრად მეტი მოძალადის იდენტიფიცირება არის განხორციელებული. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ეს რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზრდება. ეს მნიშვნელოვანია პრევენციისთვის. არიან უსინდისო მოძალადეები, რომელთა ადგილიც არის იქ, სადაც უნდა იყოს, შესაბამისად, ყველა მიმართულებით ბოლომდე მივიყვანთ გამოძიებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 4 ოქტომბრის საქმეზე უკვე 23 პირი დააკავა. მათ შორის არიან საპროტესტო აქციის საორგანიზაციო კომიტეტის წევრები - პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძე.
6 ოქტომბერს შს სამინისტრომ კიდევ 13 პირის დაკავებულის შესახებ განაცხადა, ხოლო 7-8 ოქტომბერს - 5-ის.
პრეზიდენტის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ოთხი მუხლით მიმდინარეობს:
- 317-ე მუხლი – კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდება
- 222-ე მუხლი – სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება
- 225-ე მუხლი – ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა
- 187-ე მუხლი – ნივთის დაზიანება ან განადგურება
4 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პარალელურად, თბილისში, თავისუფლების მოედანზე, მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ ორგანიზებით, საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეთა ნაწილმა ათონელის ქუჩაზე მდებარე პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლა, სადაც დემონსტრანტებმა ღობე გაარღვიეს. სპეცრაზმმა მათ დასაშლელად წყლის ჭავლი, წიწაკის სპრეი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ხელისუფლების დამხობის მცდელობა ჩავარდა. მისივე თქმით, უკლებლივ ყველა, ვინც ძალადობაში მონაწილეობდა, „დამხობის მცდელობის თანაშაულის ამსრულებელია“ და მკაცრად დაისჯება.
