4 ოქტომბერს, თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, კიდევ 5 პირი დააკავეს. „ქართული ოცნების“ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულები არიან - ვ.გ., კ.ე., მ.ლ., ნ.გ. და ნ.ს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე კიდევ ერთი პირი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს
- 2 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტი 1-ელი აპრილიდან აიკრძალება
- 3 18 წლის ბიჭის მკვლელობისთვის ივანე გიგლემიანს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს
- 4 ტელეკომპანია „იმედი“ 1000 ლარად კომპანია „პრაიმ მედია გლობალმა“ იყიდა
- 5 მოზარდზე ძალადობისთვის გლდანი-ნაძალადევის პოლიციის უფროსის მოადგილე დააკავეს
- 6 გირაო შეეფარდა საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს, რომელიც პოლიციელის ცემაშია ბრალდებული
უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ „აგრძელებენ შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს, დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების იდენტიფიცირებისა და მათი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით“.
ამ დროისთვის, 4 ოქტომბრის საქმეზე 23 ადამიანია დაკავებული.
თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა საპროტესტო აქციის საორგანიზაციო კომიტეტის ხუთივე წევრს - პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძესა და ლაშა ბერიძეს.
6 ოქტომბერს დაკავებული 13 პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საკითხზე სასამართლო 8 ოქტომბერს იმსჯელებს. ბექა მაჭავარიანს, ალექსანდრე გოგოლაძეს, ევა შაშიაშვილს, გიორგი რურუას, ვახტანგ ფიცხელაურს, დავით სტურუას, მანუჩარ მიქელაძეს, ალექსანდრე ხაბეიშვილს, კახაბერ მჟავანაძეს, თორნიკე მჭედლიშვილს, აბო ნავერიანს, სერგო მეგრელიშვილსა და დავით ჟღენტს ბრალად ედებათ ტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად და ასევე, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას. დანაშაულები 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
4 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პარალელურად, თბილისში, თავისუფლების მოედანზე, მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ ორგანიზებით, საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეთა ნაწილმა ათონელის ქუჩაზე მდებარე პრეზიდენტის სასახლესთან გადაინაცვლა, სადაც დემონსტრანტებმა ღობე გაარღვიეს. სპეცრაზმმა მათ დასაშლელად წყლის ჭავლი, წიწაკის სპრეი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებას, სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდებას ან ბლოკირებას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას და ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
