გურიაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ნატანების თემის სოფელ ჯაფარეულში 65 წლამდე ქალი გარდაიცვალა. ამ სოფელშიც დიდთოვლობაა და მოსახლეობას, ამ დროისთვის, ელექტროენერგია არ მიეწოდება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 2 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 3 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 4 თბილისში გარდაცვლილი ტაილანდელი იუთუბერის ოჯახი სუიციდის ვერსიას უარყოფს
- 5 თბილისში პატრულ-ინსპექტორი, 37 წლის გოჩა არველაძე გარდაცვლილი იპოვეს
- 6 პუტინმა 2026-2030 წლებში ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
ქალის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას ნატენების თემში მერის წარმომადგენელი ვალერიან ვაჩეიშვილი ადასტურებს. მისი თქმით, ნ.კ., რომელიც სახლში ასაკოვან დედასთან ერთად იმყოფებოდა, სავარაუდოდ, ინსულტით დაიღუპა.
მერის წარმომადგენლის თქმით, ქალის გარდაცვალება დიდთოვლობას არ უკავშირდება.
„სასწრაფოში არ იყო დარეკილი და არაფერი. მანქანა ყველა სოფელში ახერხებს მისვლას, პატარა სედანით ვერ გაივლი და ჯიპი ყველგან დადის. ძალიან დიდი თოვლია ჩვენთან და ვმუშაობთ“, - ამბობს ვალერიან ვაჩეიშვილი.
მისივე თქმით, ნატანების თემის სოფლების ნაწილს აქვს ელექტროენერგია, ხოლო ჯაფარეულში დენის მიწოდების აღსადგენად სამუშაოები მიმდინარეობს.
ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში, სადაც თოვლის საფარი ორ მეტრს აღწევს, მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.
ნატანების თემის სოფელ ზემო ნატანებში ადგილობრივები ამბობენ, რომ უგზოობის გამო სახლებიდან გამოსვლას ვერ ახერხებენ. ერთ-ერთ ოჯახს, რომელსაც ორი მცირეწლოვანი ჰყავს, ბავშვების საკვები სჭირდება.
თოვლმა გურიაში ათობით სახლის ნგრევა გამოიწვია. ოზურგეთის სოფელ კონჭკათში 60 წლამდე კაცი დაიღუპა იმ დროს, როდესაც მეზობელს სახურავის თოვლისგან გაწმენდაში ეხმარებოდა.
გურიის გარდა, დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა აჭარასა და იმერეთშიც.
„ქართული ოცნების“ მთავრობაში დღეს განაცხადეს, რომ დაზარალებული მოსახლეობის დახმარების პროცესში თავდაცვის ძალები ჩაერთვებიან.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 27 თებერვლამდე დასავლეთ საქართველოში რთული მეტეოროლოგიური პირობები შენარჩუნდება - კვლავ მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით.
