დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარების პროცესში თავდაცვის ძალები ჩაერთვებიან. ამის შესახებ განკარგულება „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინიტრმა, ირაკლი კობახიძემ დღეს, 25 თებერვალს გამოსცა. გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები უცნობია.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 2 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 3 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 4 თბილისში გარდაცვლილი ტაილანდელი იუთუბერის ოჯახი სუიციდის ვერსიას უარყოფს
- 5 თბილისში პატრულ-ინსპექტორი, 37 წლის გოჩა არველაძე გარდაცვლილი იპოვეს
- 6 პუტინმა 2026-2030 წლებში ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
დიდთოვლობის გამო, გურიაში, აჭარასა და იმერეთში მოსახლეობის ნაწილი გარესამყაროსაა მოწყვეტილი.
განსაკუთრებით რთული ვითარებაა გურიაში - ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში, სადაც თოვლის საფარი ორ მეტრს აღწევს და გზებია ჩაკეტილი. სოფლებში ჩარჩენილ ოჯახებს ოთხი-ხუთი დღეა არ მიეწოდებათ ელექტროენერგია. მათი ნაწილი ბუნებრივი აირისა და წყლის გარეშეა დარჩენილი.
სოციალურ ქსელში მოქალაქეები წერენ, რომ ოჯახის წევრებთან დაკავშირებას ვერ ახერხებენ. ისინი მარტოხელა მოხუცების, ასევე, ბავშვიანი ოჯახების დახმარებას ითხოვენ.
„თოვს გადაუღებლად. თან თოვს, თან ყინავს. თოვლის საფარი დაახლოებით ორი მეტრია. რამდენიმე დღეა შუქი არ მაქვს, მთელ სოფელს მიეწოდება გაზი, მაგრამ არიან თოვლში ჩარჩენილი მარტოხელა მოხუცები და ოჯახები, რომლებსაც პრობლემები აქვთ. ვიცი, მაქვს ფაქტები, რომ სასწრაფო ვერ მოვიდა ადამიანებამდე, რომლებსაც ჯანმრთელობის პრობლემა აქვთ“, - ამბობს ლანჩხუთის სოფელ აცანაში მცხოვრები კესო მახარაძე.
გურიის სოფლებში თოვლმა ათობით სახლის ნგრევა გამოიწვია.
ოზურგეთის სოფელ კონჭკათში 60 წლამდე კაცი დაიღუპა იმ დროს, როდესაც მეზობელს სახურავის თოვლისგან გაწმენდაში ეხმარებოდა.
რეგიონის ხელისუფლება აცხადებს, რომ სტიქიის პირველივე დღიდან შექმნილია საგანგებო შტაბი და ყველა სამსახური 24-საათიან უწყვეტ რეჟიმში მუშაობს.
მომდევნო დღეების განმავლობაშიც, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში თოვაა მოსალოდნელი.
