გერმანიის უდიდეს აეროპორტებში თანამშრომლების გამაფრთხილებელი გაფიცვის გამო, დღეს, 1-ელ თებერვალს, 1100-ზე მეტი ავიარეისი გაუქმდება, რის შედეგადაც დაახლოებით 200 ათასი მგზავრი დაზარალდება. ამის შესახებ გამოცემა Deutsche Welle გერმანიის აეროპორტების გაერთიანება, ADV-ზე დაყრდნობით წერს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სამხარაძე: არაბმა პარტნიორებმა ინვესტიციების წინააღმდეგ კამპანიაზე რეაგირება გვთხოვეს
- 2 აბასთუმნის თავზე ფრენა აიკრძალა - რატომ ჩაკეტა სახელმწიფომ ცა იქ, სადაც ივანიშვილი ცხოვრობს
- 3 უცხოეთში მყოფ წვევამდელებს ჯარში გაწვევისას საქართველოში დაბრუნება მოუწევთ
- 4 პოლონეთში 5 თვის ჩვილის გარდაცვალების საქმეზე ნუგზარ ქავთარაშვილს ეძებენ
- 5 მარნეულის მერის ძმა ბიზნესმენზე ჯგუფური თავდასხმის ბრალდებით დააკავეს
- 6 ირანის ელჩი: თუ რეგიონიდან იქნება ქმედება ჩვენ წინააღმდეგ, გვექნება რეაქცია
25 ათასი თანამშრომელი მაინის ფრანკფურტის, ჰამბურგის, ბერლინის, დიუსელდორფის, კიოლნის, შტუტგარტის, ბრემენის, ჰანოვერის, ლაიფციგის, დრეზდენისა და ერფურტის აეროპორტებში იფიცება. გაფიცვას არ უერთდებიან მიუნხენისა და ნიურნბერგის აეროპორტების თანამშრომლები, თუმცა ფრენების გადადება ან გაუქმება არც იქ არის გამორიცხული.
აეროპორტებების უსაფრთხოებაზე, კერძოდ, მგზავრების, თანამშრომლებისა და ბარგის კონტროლზე პასუხისმგებელი პერსონალის გაფიცვის ორგანიზატორი პროფკავშირი Ver.di-ია. გაერთიანება ითხოვს გაფიცულებს ხელფასის საათში 2.80 ევროთი გაზრდას, დანამატების მომატებას და დამატებით ანაზრაურებას ზეგანაკვეთური სამუშაოსთვის, ასევე ღამის საათებში, დასვენებისა და დღესასწაულების დღეებში მუშაობისთვის.
პროფკავშირსა და საავიაციო უსაფრთხოების კომპანიების ფედერალურ ასოციაციას (BDLS) შორის მოლაპარაკებები 6 თებერვლამდე გაგრძელდება. BDLS-ის განცხადებით, გაფიცულთა მოთხოვნების შესრულება მხოლოდ წელს ხარჯების 250 მილიონი ევროთი გაზრდას გამოიწვევს.
